იყიდება ელექსირის ხსნარი მწყერისთვის

მწყერი, ელექსირი

ელექსირის ხსნარი, ინოვაციური პრეპარატი, რომელიც ფრინველებში არსებულ სხვადასხვა დაავადებებს კურნავს.

მეფრინველეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია დარგია აგრარულ სექტორში. დღევანდელ სტატიაში გიამბობთ  „ელექსირის“ ხსნარის შესახებ, რომელიც წარმატებით გამოიყენება მეფრინველეობაში ისევე, როგორც სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში.

კომპანია, „ინო-ლაბის“ მიერ წარმოებული ხსნარი „ელექსირი“ გამოიყენება ფრინველთა ინფექციური დაავადებების პრევენციისთვის, მკურნალობის გაადვილებისთვის, ფრინველთა დაწყურებისთვის განკუთვნილი სასმელი წყლის გაჯანსაღებისთვის, ასევე, მეფრინველეობაში არსებული, ტექნოლოგიური აღჭურვილობისა და ინვენტარის დეზინფექციისათვის.

მწყერი„ელექსირის“ საშუალებით მცირდება სხვადასხვა წამლებისა და ანტიბიოტიკების გამოყენება. აქედან გამომდინარე, დაავადებებთან ბრძოლა უფრო მარტივი ხდება.

ასევე, ინფიცირებულ ფრინველს საკვების მიღება უადვილდება, მონელების პრობლემა უწესრიგდება და იმუნიტეტი უძლიერდება.

მცირე ულუფების ეფექტურად ათვისების ხარჯზე ხდება მოხმარებული საკვები რაოდენობის მკვეთრად შემცირება.

კვერცხების ზომები ხდება  სტანდარტული (ხშირად არასტანდარტული, ძალიან დიდი კვერცხის დადებისას, მწყერი ტრავმას იღებს და ვარგისიანობას კარგავს), უმჯობესდება კვერცხის დების რაოდენობა და ხარისხი.

„ელექსირის“ გამოყენებით მკვეთრად მცირდება ქათმების სიკვდილიანობა.

ინფორმაციის დასაზუსტებლად თელოვანის ფერმერს, გიორგი გვენეტაძეს ვესაუბრეთ, რომელმაც „ელექსირის“ ხსნარი შეიძინა და იყენებს.

რამდენი ხანია, რაც ელექსირს იყენებთ?

დაახლოებით 10 დღეა რაც შევიძინე,  ფრინველების აღჭურვილობისდეზინფექცია მინდოდა, თუმცა, ამის გარდა, კიდევ უამრავი სასარგებლო თვისება ჰქონია. ელექსირის ხსნარი შევურიე ქათმების დაწყურებისთვის საჭირო სასმელ წყალში, რის შედეგადაც, მესამე დღიდანვე კვერცხის დება 10%-ით მომემატა. საგრძნობლად გაუმჯობესდა კვერცხის ხარისხი,  ზომაც დარეგულირდა. აშკარა ცვლილებებს ვხედავ, რასაც ველოდი, იმაზე ბევრად კარგი შედეგი მივიღე.

რამდენ დოზას აძლევთ ფრინველს?

ოთახის ტემპერატურის მქონე სასმელ წყალში ვაზავებ 1 პროცენტ ხსნარს, ხოლო აღჭურვილობისა და ინვენტარის დამუშავებისთვის კი 30% იან კონცენტრატს ვიყენებ.

რამდენად მისაღებია ფასი და რამდენად გიღირთ „ელექსირის“ შეძენა?

ნამდვილად, მიღირს. კვერცხის დების მომატებით, უკვე იმაზე მეტი თანხა ამოვიღე ,ვიდრე “ელექსირში” გადავიხადე, შესაბამისად, „ელექსირის“ ჩემთვის, ყველანაირად, მისაღები და ხელმისაწვდომია. ახლა ველოდები საკვების შედეგს. როგორც ვიცი, მინიმუმ 5%-იანი შედეგი უნდა მომცეს და ეს ფერმერისთვის თანხის მნიშვნელოვანი დანაზოგია.

თამამად შეიძლება აღინიშნოს, რომ „ინო-ლაბმა“ ინოვაციური პრეპარატი შექმნა, რომელიც უსაფრთხოა, როგორც სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებლად ასევე, ადამიანებისთვის.

ელექსირის მწყერისთვის

„ელექსირი მწყერისათვის“ არის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტი, დამზადებული საქართველოში, ავსტრიული ტექნოლოგიით, რომელიც გამოიყენება მწყერის გაჯანსაღებისათვის, დაავადებების პრევენციისათვის და ეფექტიანობის ზრდისთვის.

შედეგიანობა:

• ბიოლოგიურად სუფთა, ორგანული პროდუქტის მიღება (ხორცი, კვერცხი);

• 10%-მდე საკვების შემცირება;

• 15%-მდე მატება კვერცხის წარმოებისას;

• 70%-მდე კვერცხის დანაკარგის შემცირება;

• წარმოებული კვერცხის ერთგვაროვნება, ხარისხის გაზრდა;

• მწყერის სიკვდილიანობის მკვეთრი შემცირება;

• იმუნიტეტის მკვეთრი გაძლიერება;

• მნიშვნელოვნად ამცირებს ნაწლავის ჩხირით, სალმონელით და კოკციდიით გამოწვეული დაავადებების შემთხვევებს და ხელს უწყობს ფრინველის სწრაფ განკურნებას.

შემადგენლობა: ელექტროაქტივირებული წყალი 99.7%, NaCl – 0.26%, HClO – 0.045%, ClO – – 0.005%.
დოზირება: სასმელი წყლის 1% კონცენტრაციით.
შენახვის პირობები: + 4 °C-დან + 30 °C-მდე. კონცენტრატი შეინახეთ გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 1 წელი (გაუხსნელი კონტეინერი).

გახსნილი კონცენტრატი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში მჭიდროდ დახურული თავსახურით.

ფასი: 10 ლარი

სალომე ბიბილაშვილი; სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „ინო-ლაბი“, საიტი:

https://www.elixir.ge

მარტივი სარგებლიანობის გამომთვლელი კალკულატორი ფერმერისათვის:

https://www.elixir.ge/ka/ckhovelebisthvis?view=item&item=17853

*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან, დამატებითი კითხვებისთვის, პროდუქტის შესაძენად ან კალკულციისთვის ისარგებლეთ მოცემული ბმულებით.

თქვენი რეკლამა