ხახვისა და ნივრის დაავადებები-პროფილაქტიკა და მკურნალობა

332 Views Comment Off

ანთრაქროზი და ხახვის პენეროსპოროზი; პროფილაქტიკა და დაცვა; როგორ ვებრძოლოთ ხახვისა და ნივრის დაავადებებს

ანთრაქროზი
ანთრაქროზი აზიანებს ფოთლებს და წარმოქმნის მუქ მწვანე ან მოშავო შებერილობებს, ბალიშებს. შებერილობები გარშემორტყუმულია ჯაგრისისებრი წარმონაქმნით. დაავადებული ფოთლები ყვითლდება და ცვივა.

პროფილაქტიკა და მკურნალობა
ხახვის თესვა უნდა ჩატარდეს ადრეუილ პრიოდში მზით კარგად გამთბარ, განათებულ ნაკვეთებზე. დაავადების პროფილაქტიკისათვის, აუცილებელია, დროულად მოვაცილოთ და გავანადგუროთ სარეველები და დაავადებული მცენარეები.
დავიცვათ თესლბრუნვა. ხახვი იგივე ნაკვეთს უნდა დაუბრუნდეს ოთხ-ხუთ წელიწადში ერთხელ. დარგვამდე ორი თვით ადრე, მიზანშეწონილია, სარგავი მასალის თბური დამუშავება 40 გრადუს ტემპქრატურაზე, ექვსი-რვა საათის განმავლობაში. ნაკვეთში უნდა შევიტანოთ ფოსფორის მაქსიმალური დოზები. შეძლებისდაგვარად გამოვრიცხოთ ნაკელი და აზოტიანი სასუქი. ქიმიური პრეპარატები-ფუნგიციდები და ისექტიციდები.
ხახვის პერენოსოიროზი
პერენოსოიროზი განსაკუთრებით დიდ ზიანს აყენებს სათესლე ნაკვეთებს. დაავადებული თესლი კი აზიანებს საკვებად განკუთვნილ ნათესებსაც. ინფექცია გადადის, ასევე, მრავალწლიანებზეც. აღმძვრელს შეუძლია გადავიდეს მცენარის ფესვებზეც.დაავადებულ მცენარეებზე თავდაპირველად წარმოიქმნება ღია-მომწვალო ლაქები. შემდეგ, მათი ბოლოები ყვითლდება და ჭკნება. ფოთლები გოფრირებული ხდება და ხმება. ხმობის პროცესში ინფექცია იჭრება ბოლქვში. ტენიან ამინდებში დაავადება ინტენსიურად ვრცელდება.

ჯანმრთელ მცენარეებზე ინფექცია გადადის დაავადებული ნიადაგის მცენარეთა ნარჩენების, ბოლქვების, წვიმებისა და სარწყავი წყლის მეშვეობით.

პროფილაქტიკა და მკურნალობა

არ არის მიზანშეწონილი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ხახვების ერთ ნაკვეთში ან ახლოს თესვა და რგვა. თავდაპირველად ხახვის თესვა უნდა ჩატარდეს ადრეულ პერიოდში, კარგად გამთბარ, მზით განათებულ ისეთ ნაკვეთებზე, რომლებიც კარგად ნიავდებიან.

პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, საჭიროა სარეველებისა და დაავადებულ მცენარეთა დროული მოცილება და განადგურება, თესლბრუნვის ზუსტი დაცვა. ხახვი იგივე ნაკვეთს უნდა დაუბრუნდეს ოთხ-ხუთ წელიწადში ერთხელ.

დარგვამდე ორი თვით ადრე უნდა ჩატარდეს სარგავი მასალის თბური დამუშავება 40-43 გრადუს ტემპერატურაზე, 8-16 საათის განმავლობაში. გამოკვებისას უნდა შეიტანოთ ფოსფორის მაქსიმალური დოზები.

შეძლებისდაგვარად, გამოირიცხოს ნაკელი და აზოტიანი სასუქი. ახალციხელი ფერმერები, პერენოსპორის წინააღმდეგ არსებული ქიმიური პრეპარატებიდან ყველაზე ხშირად იყენებენ პრეპარატ — რიდომილ გოლს და რიდონეტს.
მეურნე
Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2381 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1450 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB