ჩვენთან შოკოლადის ხის გახარება მხოლოდ ოთახის მცენარედაა შესაძლებელი

550 Views Comment Off

ზოგადი აღწერა

შოკოლადის ხე – Theobroma cacao L., ხემაგარასებრნი – Sterculiaceae ოჯახს მიეკუთვნება. 5-7  მ სიმაღლის, მარადმწვანე ხეა, მწვანედ მოლაპლაპე ფოთლებით.

ნახევრქოლგებად შეკრებილი წვრილი ყვავილები მოწითალო – ყვითელია. ყვავილების განთავსებით ჩვენებურ მცენარეებს არ ჰგავს, ისინი უცნაურად გამოდიან ღეროების ამონაყრიდან და ტოტებიდან.

ნაყოფი 30 სანტიმეტრამდე სიგრძის კოლოფია, რომელშიც 50-მდე თესლი, კაკაოს მარცვლებია განთავსებული. თითოეული ხე, 5-7 კილოგრამ ნაყოფს იძლევა. თესლები ოვალურია, 3 სმ სიგრძის, შეზნექილი, თავდაპირველად დაფარულია თხელი აბსკით, მის გარეთ კი – გამერქნებული საბურავით.

გავრცელება

შოკოლადის ხის სამშობლოა სამხრეთ ამერიკა. ტროპიკული ტყეების მცენარეა. კულტივირებულია მრავალ ქვეყანაში. უყვარს სითბო; +12 გრადუსზე მცენარე სიცივისაგან იღუპება.

ჩვენში მისი კულტივირება მხოლოდ ოთახის მცენარედაა შესაძლებელი. თბილისში იგი იყიდება, როგორც ოთახის მცენარე. შოკოლადის ხის თბილისში გავრცელებული ფორმა, სპეციალური “დეკორატიული” ფორმაა, განსაკუთრებით დიდი ფოთლებით. ეს ფორმა ევროპაშია გამოყვანილი.

ნედლეული

ნედლეულია კაკაოს ცხიმი – Oleum (Butyrum) Cacao და უშუალოდ კაკაოს თესლი – Semen Cacao.

კაკაოს ცხიმი – Oleum (Butyrum) Cacao, რომელსაც კაკაოს ნაყოფებიდან ღებულობენ. ნაყოფებს ზოგგან ორჯერ, ზოგან კი მთელი წლის განმავლობაში აგროვებენ. დიდი მნიშვნელობა ენიჭება შრობის პროცესს. იგი სხვადასხვა პირობებში სხვადასხვაა. მისი არსი შემდეგშია: ნაყოფს აწყობენ ფერმენტაციისათვის. ამ პროცესში იცვლება თესლის გემო, შეფერილობა, შემადგენლობა.

მწარმოებელ ქვეყნებში ამ პროცესის მართვა ხელოვნებადეა აყვანილი და მხოლოდ გამოცდილ სპეციალისტებს ანდობენ. თესლებს აგროვებენ მრავალი გვარის მცენარიდან. მედიცინაში უფრო ფასობს – Theobroma cacao L.,   Th. pentagona Bernoulli და Th. bicolor Humb; არსებობს სპეციალური საცხიმე ჯიშები.

ცხიმს იყებენ მაღალი წნევის ქვეშ. კაკოს ცხიმი სწრაფად მყარდება. მისი ლღობის ტემპერატურა 34-370C-ია. ცხიმი მოყვითალო, სასიამოვნო სუნის მასაა.

კაკაოს თესლი – Semen Cacao

ქიმიური შედგენილობა
შოკოლადის ხის  თესლი შეიცავს: გლუკოზას, ეთეროვან ზეთს, ვაშლის მჟავს, ლიმონის მჟავას, მთრთილავ ნივთიერებებს, მიკრო- და მაკრო ელემენტებს (K, P, Mn, Fe, Cu), მჟაუნის მჟავას, მყარ ცხიმს 50-55%, ნახშირწყლებს, პურინულ ალკალოიდებს, სახამებელს, ფერმენტებს, ფიტოსტერინს, ფრუქტოზას, ღვინის მჟავას, ცილებს და სხვ.კაკაოს თესლში, სხვა  მეტად მნიშვნელოვანია პურინული ჯგუფის ალკალოიდების არსებობა. ალკალოიდების ჯამში – 2–3%, თეობრომინზე მოდის 0,75– 1,16% კოფეინზე – 0,35%.

“ცხიმი შედგება ოლეინის (43%), სტეარინის (34%), პალმიტინის (25%), ლინოლის (2%), ლაურინის და არაქინის მჟავების ტრიგლიცერიდებისაგან. ცხიმის იოდის რიცხვია 27-42, გამყარების ტემპერატურა 20-270, მჟავური რიცხვი 2, 25.”

გამოყენება
კაკაოს ცხიმი ფარმაციაში ძირითადად ფუძეებად გამოიყენება. დიდი გამოყენება აქვს კოსმეტიკაში კაკაოს ფართო გამოყენება აქვს, როგორც საკვებ პროდუქტს.

ფარმაკოლოგიური მოქმედებით, ისევე როგორც ქიმიური შენებით, კოფეინთან ახლოსაა თეობრომინი. ის ამჟღავნებს მასტიმულირებელ მოქმედებას გულის მუშაობაზე, აგანიერებს კორონალურ და თავის ტვინის სისხლძარღვებს, მაგრამ კოფეინზე უფრო სუსტია. თეობრომინი ამავე დროს

არის მეტად ეფექტური დიურეტული საშუალება. უშვებენ ფხვნილისა და ტაბლეტების სახით. შედის პრეპარატებში: თემინალში, თეოვერინსა და თეოდიბავერინში. ალკალოიდებს და მის კომბინირებულ პრეპარატებს ინახავენ სია B-თი.

პურინული ალკალოიდების და განსაკუთრებით კოფეინის შემცველობა განაპირობებს შოკოლადის და სასმელი კაკაოს მაღალეფექტურობას, კალორიულობას და აქედან გამომდინარე, მათზე დიდ მოთხოვნილებას.

cacao_shokolad_29927505552

ლალი დათეშიძე, არჩილ  შენგელია

medgeo.net
agrokavkaz.ge

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
Organic Life ამერიკელებს ჩურჩხელაზე გადასვლას ურჩევს
238 Views

შეწყვიტეთ ენერგეტიკული ბატონების ყიდვა - ჩაანაცვლეთ ის ყურძნის წვენისა და ნიგვზის ნაზავის ნუგბარით, მოუწოდებს ამერიკული პოპულარული გამოცემა

სრულად
სამკურნალო მცენარეები
შვიტა მინდვრის (Equisetum arvense) — სამკურნალო მცენარე
3646 Views

მინდვრის შვიტა (ლათ. Equisetum arvense) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა შვიტისებრთა ოჯახიდან. აქვს მცოცავი, რუხი-მოშავო ფესურა. ღერო ორგვარია:

სრულად
აგროკავკასია FB