ნაკადულის კალმახი – საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობა

1235 Views

ნაკადულის კალმახი (Salmo trutta fario) საქართველოში ბინადრობს მთის ცივ, ჩქარ, მდინარეებში, სუბალპურ და ზოგჯერ ალპურ ზონაშიც, იშვითად ბარის მდინარეებშიც.

მტკვარში, ტაშისკარიდან მდ. ოკუმამდე და ზევით. მდ. მტკვრის შენაკადებში: ხრამში, არაგვში საგურამოდან ქსნამდე, ლიახვში, ბორჯომულაში, ფოცხოვში, ახალქალაქის წყალში. ალაზანსა და მის შენაკადებში, ჭოროხში; წყალსაცავებში: ხრამის, თბილისის, სიონის.

საქართველოს გარეთ გავრცელებულია ამიერკავკასიის და ჩრდილო კავკასიის მდინარეებში, შავი, აზოვის, კასპიის, ბალტიის, თეთრი ზღვების აუზებში.

დასავლეთ ევროპაში, მურმანსკიდან – ხმელთა შუა ზღვამდე, ბალკანეთში, ირანში, მცირე აზიაში, ალჟირში, მაროკოში.

მდ. (ნაკადულის) კალმახი ყველგან ცნობილია, როგორც თავისი გასტრონომიული თვისებებით, ასევე სილამაზით.

კალმახის შეფერილობა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული და დიდ ცვალებადობას განიცდის გამომდინარე საარსებო პირობებიდან, სქესიდან, წელიწადის დროიდან, საკვების შედგენილობიდან და სხვა.

ნაკადული, კალმახი

ნაკადულის კალმახისთვის ოპტიმალური ტემპერატურა 14–18 0C–ია. სიგრძე 20–40 სმ–მდეა, წონა 100–200 გრ. გამრავლების პერიოდი სხვადასხვა წყალსატევებში სხვადასხვაა და სექტემბრიდან თებერვლამდე გრძელდება, წყლის ტემპერატურის 3–10 0C–ის დროს.

ტოფობისათვის ქვა–ქვიშიან ჩქარი დინების ადგილებს ირჩევს, ქვირითს ყრის თავისივე მომზადებულ ორმოში და დაყრილ ქვირითს ქვიშის საფარველით ფარავს.

ნაყოფიერება საშუალოდ 200 – 2000 ცალი ქვირითია, ინკუბაციის პერიოდი 38–41 დღე გრძელდება 15–20 დღის შემდეგ ხდება ყვითრის შეწოვა და აქტიურ კვებაზე გადასვლა.

ავტორები: ოთარ ობოლაძე, რევაზ ხითარიშვილი / თევზის მომშენებელი; განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი/

2016 წლის სექტემბრიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების სააგენტო ახალ პროექტს ახორციელებს, რომელიც საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობის, ნაკადულის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს.

ნაკადული, კალმახი

პროექტის ფარგლებში განხორციელდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, აშენდა ორი ტბორი და 8 რკინა-ბეტონის სპეციალური აუზი. ამ დროისთვის ხელოვნურად გამოყვანილია 25 000 ცალი ლიფსიტა. სააგენტოს გეგმაა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანება.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB