ქართული ჩაის რეაბილიტაციის პროგრამა და მისი კომპონენტები

264 Views Comment Off

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა შეიმუშავა.ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა «ქართული ჩაი“მომავალი წლიდან დაიწყება.

სახელმწიფო პროგრამის ,,ქართული ჩაი“ განხორციელების უმთავრეს მიზანს საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება და ჩაის წარმოების ხელშეწყობა, მაღალი ხარისხის ჩაის, მათ შორის ბიო ჩაის წარმოების ხელშეწყობა წარმოადგენს. პროგრამის ფარგლებში როგორც კერძო საკუთრებაში, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია განხორციელდება და ჩაის პირველადი გადამამუშავებელი თანამედროვე საწარმოების შეიქმნება.

აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოში წარმოებული ჩაის საექპორტო პოტენციალის გაზრდას, ასევე მოსახლეობის დასაქმებას და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას“

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტრო დონორ ორგანიზაციებთან ერთად, პროგრამის ბენეფიციარებს ტექნიკურ დახმრებას ჩაის სწორად დამუშავების ტექნოლოგიების შესწავლის, სერტიფიცირების, მარკეტინგის, სარეალიზაციო არხების შექმნის და სხვა მიმართულებით გაუწევს.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოხდება იმ სტანდარტების დანერგვა, რომელიც აუცილებელია ქართული ჩაის ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტზე გასატანად. პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული შეღავათებია გათვალისწინებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის, რაც საქართველოში კოოპერაციის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

პროექტის კომპონენტები

სახელმწიფო პროგრამა ,,ქართული ჩაი“ იყოფა ორ კომპონენტად:

1. კერძო საკუთებაში არსებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია და ჩაის პირველადი გადამამუშავებელი თანამედროვე საწარმოების შექმნა;

2. სახელმწიფოსგან იჯარით აღებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია და ჩაის პირველადი გადამამუშავებელი თანამედროვე საწარმოების შექმნა.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ იურიდიულ პირებს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მონაწილეობს კოოპერატივი, მას უნდა გააჩნდეს სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი.

ჩაის პლანტაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 1 ჰა-ზე გაანგარიშებით არ უნდა აღემატებოდეს 2500 ლარს (დღგ -ს ჩათვლით).

პლანტაციების რეაბილიტაციისათვის თანადაფინანსება

ქართული ჩაის რეაბილიტაციის პროგრამის მიზნები

• საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება
• ჩაის წარმოების ხელშეწყობა;
• არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია (როგორც კერძო საკუთრებაში, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული პლანტაციები);
• მაღალიხარისხის ჩაის, მათ შორის ბიო ჩაის, წარმოების ხელშეწყობა;
• საქართველოში წარმოებული ჩაის საექპორტო პოტენციალის გაზრდა;
• მოსახლეობის დასაქმება და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება;
• ჩაის პირველადი გადამამუშავებელი თანამედროვე საწარმოების შექმნა.

პლანტაციების რეაბილიტაციისათვის თანადაფინანსება იქნება:
კერძო საკუთრებაში არსებული პლანტაციების შემთხვევაში:
• იურიდიული პირებისათვის — რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 60% ,
• სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 80% ; სასუქების ღირებულების 50%

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული (იჯარით გაცემული) პლანტაციების შემთხვევაში:
• იურიდიული პირებისათვის — რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 70%
• სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 90% ; სასუქების ღირებულების 50%

► ჩაის პლანტაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 1 ჰა-ზე გაანგარიშებით არ უნდა აღემატებოდეს 2500 ლარს (დღგ -ს ჩათვლით)
►იმ შემთხვევაში, თუ სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 1 ჰა-ზე აღემატება 2500 ლარს, თანადაფინანსების მოცულობის დადგენა განხორციელდება ჩაის პლანტაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსების პირობების შესაბამისად. (2500 ლარის 60%, 70% 80%-ის ოდენობით)
►სასოფლო სამეურნეო კოოპერატივები დამატებით უსასყიდლოდ მიიღებენ ჩაის პირველადი დამუშვებისთვის საწარმოო მანქანა-დანადგარებს, მოწყობილობებსა და ინვენტარს.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1547 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB