ატმის ექსპორტის მაჩვენებელმა 4 ათას ტონაზე მეტი შეადგინა

70 Views Comment Off

ატმის ექსპორტის მაჩვენებელმა 4 ათას ტონაზე მეტი შეადგინა. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული მაჩვენებელი თითქმის ორჯერ აღემატება 2013 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

«დიდი რაოდენობის 4 ათას ტონაზე მეტი არის ექსპორტირებული. თქვენ იცით, რომ გვქონდა «ერთი ფანჯრის» პრინციპის მიდგომა, სადაც ადამიანს შეეძლო ყველა საჭირო დოკუმენტაციის აღება ერთ კონკრეტულ წერტილში, რამაც გაამარტივა პროცესი.

ასევე დაცული იყო ყველა ის სტანდარტი და ნორმა, რომელიც შეთანხმებული იყო ქართულ და რუსულ მხარეებს შორის ფიტოსანიტარიის ნაწილში. აქ საუბარია სტანდარტებზე, რომელიც მეთოდოლოგიით იყო შეთანხმებული. ამიტომ პროცესი უხარვეზოდ წარიმართა», — განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

მისივე თქმით, მსგავსი რაოდენობის ატმის ექსპორტი არ მომხდარა თანამედროვე ისტორიის განმავლობაში.

«ამ მიმართულებით კარგი შედეგები გვაქვს, მომავალ წელსაც თუ იგივე ღონისძიებებს გავატარებთ, ეს იქნება ისეთივე წარმატებული, როგორიც მეღვინეობა», — განაცხადა ოთარ დანელიამ.

commersant.ge

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3204 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალუბალი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
166 Views

ალუბალი (ლათ. Prunus cerasus) – ფართოდ გავრცელებული მცენარეა. მისი ნაყოფი შეიცავს 17,5% შაქრებს 08-2,7% ორგანულ მჟავებს, 0,2% მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს: A, B, C, PP.

სრულად
აგროკავკასია FB