17 ოქტომბერს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „მსოფლიო სურსათის დღე“-ს აღნიშნავენ.
წელს, „მსოფლიო სურსათის დღე“ 150-ზე მეტ ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოშიც აღინიშნება.
ღონისძიებას ყოველწლიურად გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მასპინძლობენ.
წელს მისი დევიზია: „მიგრაციის შეჩერება სოფლის განვითარებისა და სასურსათო უსაფრთხოების მიღწევის გზით“.
ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში, მამუკა მესხი, გაეროს რეზიდენტ კოორდინატორი, ნილს სკოტი, ავსტრიის ელჩი, არად ბენკომი და იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე გახსნიან.
ღონისძიების მთავარი თემაა: რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სავანეთში, FAO-ს განხორციელებულ პროექტები, რომლის ფარგლებში 60-ზე მეტ რაჭველს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის აუცილებელი ტექნიკა და აღჭურვილობა გადაეცა.
ასევე, FAO-ს „დევნილთა ეკონომიკური გაძლიერების“ პროგრამა, რომელსაც FAO რვა წელია საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსთან ერთად ახორციელებს და უკვე 4000-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს.
ღონისძიებაზე გაიმართება რაჭაში მცხოვრები ახალგაზრდა ფერმერების შესახებ მოკლე ფილმის პრეზენტაცია და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული დევნილების ფოტოგამოფენა.
ღონისძიება 17 ოქტომბერს, 11:00-ზე „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართება.