სომხეთი საკუთარ ცხვარს ქართულ ცხვრად ასაღებს

105 Views Comment Off

სომხეთი ცხვრის საზღვარგარეთ გასატანად საქართველოს სახელს იყენებს. როგორც “საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის” თავჯდომარე ბექა გონაშვილმა „კომერსანტს“ აცნობა, ბოლო 2 წელია საქართველოს გავლით სომხური ცხვრის ექსპორტმა არაბულ ქვეყნებში მასშტაბური სახე მიიღო, რაც ქართული ცხვრის ბიზნესის განვითარებისთვის დიდ რისკებს შეიცავს.

„არაბული ქვეყნების უმეტესობა სომხური წარმოშობის ცხვრის მათ ქვეყნებში შეყვანის ნებართვას არ იძლევა.  ეს დაკავშირებულია უმთავრესად ცხოველთა ჯანმრთელობის პრობლემებთან, ამიტომ სომხეთიდან შემოსული ცხვარი, რომელიც უმეტეს შემთხვევაში სრულად არც გადის 21 დღიან საკარანტინო დაკვირვებას, ხვდება არაბულ ქვეყნებში როგორც ქართული ცხვარი.

თუ რაიმე დაავადება გაიპარება საქართველოდან იმ ქვეყანაში ექსპორტი 5 წლის მანძილზე არ გამნხორციელდება და ეს კიდევ უფრო შეარყევს ჩვენი ცხვრის რეპუტაციას, რომელიც ისედაც ძალიან ცუდ დღეშია“,- აცხადებს გონაშვილი.

მისივე ინფორმაციით, ხშირია საქართველოს გავლით სომხური ცხვრის არა მხოლოდ არაბულ ქვეყნებში, არამედ აზერბაიჯანში გატანის მცდელობებიც, სადაც  საქონლის საბაზრო ღირებულება საკმაოდ მაღალია. მეცხვარეტა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ეს ფაქტი 2013 წლის ბაზრის მონაცემების გათვალისწინებით კიდევ უფრო დიდი რისკის ქვეშ აყენებს ქართულ მეცხვარეობას.

„გასულ წელს 155 ათასამდე გავიდა აზერბაიჯანში, 750 სული ირანში ხოლო 20 ათასამდე იორდანიაში. იორდანიაში გასული სულადობის უდიდესი ნაწილი იყო სომხეთიდან იმპორტირებული ცხვარი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ ქართული ცხვარი იორდანიაში არ გასულა!

ვთხოვ შესაბამის ორგანოებს გაითვალისწინონ ჩვენი ეს გაფრთხილება და საკითხს მიუდგნენ მეტად პრაგმატულად, რათა აღარ დავუშვათ ის შეცდომები რაც წინა ხელისუფლებამ დაუშვა, რა დროსაც ქართული ცხვრის 12 ბაზრიდან (მათ შორის საუდის არაბეთი) ჩამოვედით მხოლოდ 2 ქვეყანაზე, რაც დივერსიფიკაციის საშუალებას არ გვაძლევს!“,- აცხადებს ბექა გონაშვილი.

მისივე თქმით, აზერბაიჯანის ბაზრის დაკარგვის შემთხვევაში კატასტროფული შედეგი დადგება, ვინაიდან აზერბაიჯანში შარშანდელ წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექპორტი განხოციელდა 103000 სული, ხოლო ცხვრის 155 ათასი სული, რაც 100 000 000$–ზე მეტი ნაღდი ფულის  ქვეყანაში შემოდინებას ნიშნავს.

„სამწუხაროა რომ მესაქონლეობას ამის მიუხედავად სათანადო ყურადღება არ ექცევა და ქაოტურად ვითარდება“,- აცხადებს გონაშვილი.

სალომე მეცხვარიშვილი
commersant.ge

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3350 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
წაბლი (Castanea Sativa Mill) სამკურნალო მცენარე
2056 Views

წაბლი — წიფლისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. წაბლი ერთ-ერთი მაღალი, 35 მ-მდე სიმაღლის ხეა, დიამეტრი კი საშუალოდ 1 მეტრამდეა, მაგრამ არც თუ იშვიათია 1,5 მ

სრულად
აგროკავკასია FB