კეტონურია ანუ ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია – მაკე ცხვრების დაავადება

კეტონურია, მაკე, ცხვრები

კეტონურია, ანუ ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია მაკე ცხვრების დაავადებაა, ამ დაავადების 20-ზე მეტი სახელწოდება არსებობს: ”მაკეობის ტოქსიკოზი, „ღვიძლის ცხიმოვანი დეგენერაცია“ და სხვა.

დაავადება გამოხატულია ცხიმოვანი და ნახშირწყლოვან-ცხიმოვანი ცვლის ღრმა დარღვევებით, ღვიძლის დისტროფიული ცვლილებებით და დაუჟანგავი პროდუქტების დაგროვებით სისხლსა და შარდში.

ავადდებიან უმთავრესად მრავალნაყოფიანი ნერბები მაკეობის მეორე ნახევარში; ხშირად დოლის დაწყებამდე 10-12 დღით ან 2-3 დღითაც კი ადრე. ის აღინიშნება ბაგური კვების პერიოდში კონცენტრატების ნაკლებობისას, ხოლო ველის რაიონებში – ზამთრის ღარიბი ბალახთდგომის საძოვრებზე. სიკვდილიანობა კეტონურიის დროს მეტად მაღალია.

ბერწ ნერბებსა და ჭედილებში ნივთიერებათა ცვლის მოშლილობა გამოხატულია სუსტად, ხოლო თვით პროცესი მიმდინარეობს როგორც კაქექსიის დროს.

ეტიოლოგია

ბოლო დრომდე არ იყო ერთიანი შეხედულება ავადმყოფობის მიზეზზე. ერთნი ავტორებისა ვარაუდობენ, რომ ის ვითარდება მაკე ნერბების ეკზოტოქსინებით, მეორენი ენდოტოქსინებითმოწამვლის ნიადაგზე, ბევრი მეცნიერი ცხვრების კეტონურიის ეტიოლოგიას ხედავდა ა ვიტამინის დეფიციტში ან ბე კომპლექსის ვიტამინების ნაკლებობაში. ყოველმხრივ შესწავლის შედეგად დადგინდა რომ კეტონურიის ძირითად მიზეზად ითვლება ცილების ნაკლებობა მაკე ნერბების ულუფაში.

კეტონურიის განვითარებისადმი წინასწარგანწყობილებას ქმნის მაკეობა, მრავალფეროვნება, A ვიტამინისა და მინერალური მარილების დეფიციტი.

პათოგენეზი

დაავადებაში არჩევენ ორ სტადიას. საკვებში ცილების ნაკლებობის დროს მაკე ნერბებში დასაწყისში გამოიყენება ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილების შინაგანი მარაგი. ამის შედეგად ცხოველები კარგავენ ნასუწობას, სისხლში კლებულობს შაქრის რაოდენობა და მატულობს აცეტონის სხეულების შემცველობა. დაავადების ეს სტადია შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე თვეს, თუ ცილის ნაკლებობა გამოჩენას იწყებს მაკეოპბის მეორე პერიოდში, პირველი სტადია ხანმოკლეა და სწრაფად იცლება მეორეთი.

ავადმყოფობის მცირე სტადია დგება დოლის დაწყებამდე 10-12 დღით ადრე, როდესაც გამოლეულია ცილების შინაგანი მარაგი, მოთხოვნილება მათზე კი იზრდება. ამ პირობებში ცხვრის ორგანიზმი იწყებს უჯრედებისა და ქსოვილების სტრუქტურაში შემავალი საზრდო ნივთიერებების გამოყენებას. ეს განაპირობებს ცილოვანი, ნახშირწყლოვანი და ცხიმოვანი ცვლის კიდევ უფრო ღრმა დარღვვევებს;

ნივთიერებათა არასწორის ცვლა იწვევს ღვიძლის ცხიმოვან დისტროფიას; საბოლოოდ ვითარება მძიმე ტოქსემია, რომელიც მჟღავნდება ცენტრალური ნერვული სისტემის მოქმედების დარღვევაში.

პათანატომიური ცვლილებები

მკაფიოდ შეირჩევა ლორწოვანი გარსის ანემიურობა და სიყვითლე, ასევე ჩონჩხის მუსკულტურის ატროფია. ღვიძლი გადიდებულია, დუნეა, შეღებილია სხვადასვხა ელფერის ყვითელ ფერში. თირკმელებს აქვს მურა ფერი რუხიდან თიხის ელფერამდე. ცენტრალურ ნერვულ სისტემაში და კუჭქვეშა ჯირკვალში ნახულობენ სტრუქტურულ ცვლილებებს. თავის ტვინის ქერქსა და ზურგის ტვინში ყურადღებას იპყრობს ლიმფოიდური ხასიათის ბუდობრივი ინფილტრატები.

სიმპტომები

ავადმყოფობის ადრეულ სტადიაში სუსტი შესამჩნევია ცხვრებში დაქვეითებული მადა, ისინი დაბეჩვებული, მოდუნებული და ნაკლებ მოძრავი არიან, მალე ჩნდება ნერვული სისტემის მოშლის ნიშნები: არაკოორდინირებული მოძრაობა, კიდურების, პირისა და ყურების ირგვლივი კუნთების ფიბრილური კანკალი, კუნთოვანი ტონუსის დაკარგვა, აგრეთვე მხედველობის შესუსტება ან სრული დაკარგვა.

ავადმყოფი ცხვრები მდებარეობის შეუცვლელად, საათობით დგანან ერთ ადგილზე გაჭიმული კისერითა და აწეული თავით. ზოგიერთი მათგანი თავით მიყრდნობილია კედელზე ან ბაგაზე. ცოხნა არ აქვთ. თვალის კონიუქტივა და პირის ლორწოვანი გარსი დასაწყისში ფერმკრთალია, შემდეგში კი ყვითელი. კეტონურია უმრავლეს შემთხვევაში მიმდინარეობს ნორმალური ტემპერატურით; ეს უკანასკნელი მატულობს კრუნჩხვითი შეტევების დროს. სუნთქვა ზერელეა, ოდნავ გახშირებული. მოშარდვა როგორც წესი ხშირია.

სიკვდილამდე ერთი-ორი დღით ცხვარი ჩვეულებრივ წევს სხვადსხვა პოზაში, პერიოდულად კბილებს აკრაჭუნებს, დრო და დრო მას აქვს კრუნჩხვითი შეტევები, აგონიის წინ აგზნება იცვლება კომატოზური მდგომარეობით. თუ კეტონურიით ავადმყოფი ცხვრები იძლევიან ნამატს, მაშინ ის განუვითარებელი, სიცოცხლისუნარმოკლებულია და უმრავლეს შემთხვევებში იღუპება სიცოცხლის პირველ დღეებში ან საათებში.

მიმდინარეობა

ავადმყოფობა გრძელდება, 3-მდა 7 დღემდე იშვიათად მეტ ხანს, მაგრამ ცხოველთა დაღუპვა ზოგჯერ ხდება პირველივე დღებში.

დიაგნოზი ისმება ავადმყოფობის კლინიკური ნიშნების, პათანატომიური გაკვეთისა და ლაბორატორიული გამოკვლევის მონაცემების საფუძველზე. გარდა ამისა გათვალისწინებული უნდა იქნეს ცხვრების კვების პირობები და მათი მაკეობა.

კეტონურიის ადრეული დიაგნოსტიკისათვის მიამრთავენ ავადმყოფობის შარდის გამოკვლევას მასში აცეტონის შემცველობაზე.

მკურნალობა

ავადმყოფი ცხვრების დიეტა უნდა იყოს სრულფასოვანი ძირითადი საზრდო ნივთიერებებისა, განსაკუთრებით ცილების შემცველობის მხრივ. მას ადგენენ კარგი თივისაგან, სილოსისაგან, სტაფილოსაგან, კონცენტრატებისაგან, ფურის მოხდილი და მოუხდელი რძისაგან.

ჟანგვა აღდგენითი პროცესების რეგულირებისათვის იყენებენ ლიმონმჟავა ნატრიუმს შიგნით 4 დღის განმავლობაში საშუალოდ 15-20 გ სულზე დღეში.

ძალების შესანარჩუნებლად დაავადებულებს უშხაპუნებენ ვენაში გლუკოზის ხსნარს (40-60 მლ) და კანქვეშ კოფეინს 20 პროცენტიან ხსნარს (2-3 მლ).

ავტორი: ამირან კოჩალიძე

თქვენი რეკლამა