პომიდორი-პომიდვრის დაავადებები, პროფილაქტიკა და დაცვა

3672 Views Comment Off

ფუზარიოზული ჭკნობა, პომიდვრის ალტერნარიოზი, ასკოხიტოზი, სტოლბური და მოზაიკა. პომიდვრის დაავადებები, პროფილაქტიკა და დაცვა.

ფუზარიოზული ჭკნობა 
ეს დაავადება ვითარდება როგორც ვეგეტაციის, ისე პომიდვრის ნაყოფების შენახვის პერიოდში. იგი ნაყოფში იჭრება ძირითადად დახიანებული ზედაპირიდან, ვითარდება ფესვის ყელზე და აზიანებს ჭურჭელბოჭკოვან კონებს. ამ დროს ფერხდება მცენარის ზრდის პროცესი, ღერო და ფოთლები კი ყვითლდება და ჭკნება. აღმოანცენი და ფესვთა სისტემა ლპება. 
მოზაიკა
ერთ-ერთი ყველაზე საშიში ვირუსული დაავადებაა, რომელის გამოც მოსავლის დანაკარგებმა შესაძლოა 60-80 პროვენტი შეადგინოს. მოზაიკა ვითარდება, როგორც სათბურში, ისე ღია გრუნტში. დაავადებუილ მცენარე არ უზრდება, რჩება ჯუჯა მდგოამრეობაში, აქვს დამოკლებული მუხლთაშორისები.
იგი ერთი მცენარიდან მეორეზე ვირუსი ბუგრების საშუალებით გადაიცემა. ისევე როგორც სხვა ვირუსული დაავადებების დროს. ამ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლა უმეტესად თესლბრუნვის, ინსექტიციდების და ჯანსაღჳ სერტიფიცირებული სათესლე მასალის გამოყენებითაა ეფექტური.
პომიდვრის ალტერნარიოზი
პომიდვრის ალტერნარიოზი თავს თბილი და პერიოდულად ნალექიანი ამინდის პირობებში იჩენს. დაავადება ლაქების სახით მცენარის მიწისზედა ორგანოებზე-ფოთლებზე, ღეროზე და ნაყოფზე ვრცელდება. ფოთლებზე პაქები დიდი ზომისაა, აქვს მრგვალი ფორმა და მუქი შეფერილობა, აგრეთვე — დამახასიათებელი კონცენტრული წრეები. ძლიერი დაზიანების შემთხვევაში, ფოთლები ლაქებით თითქმის მთლიანად იფარება და ხმება.
ნაყოფზე ლაქები დიდი ზომისაა, ჩაზნექილი და შავი ფერით გამოირჩევა. ისინი უფრო ხშირად ყურძნის მიდამოში ან მექანიკური დაზიანების ადგილებზე ჩნდება. ღეროზე ლაქები მოგრძო ფორმისაა და მკვეთრად გამოხატუი კონტურები აქვთ. ნესტიან ამინდში ყველა დაზიანებულ ორგანოზე ლაქები სოკოს სპორმატარებლის შავი ხავერდოვანი ნაფიფქით იფარება.
პომიდვრის ასკოხიტოზი
პომიდვრის ასკოხიტოზი მჟღავნდება მცენარის განვითარების ყველა სტადიაში. სათბურის პირობებში, სოკო ღეროს ძირს აზიანებს. დაავადებული უბანი წვრილდება, ჩითილი გადაიხრება და მიწაზე ეცემა. მოზრდილი მცენარის დაავადება იწყება ნიადაგის ზედაპირთან განვითარებულ ღეროებზე, მოშავო-მორუხო ფერის ლაქების წარმონაქმნით, რომლებიც იზრდება და 4-6 სმ სიგრძეს აღწევს.
ლაქები ღეროს ერთ მხარეს ჩნდება, მაგრამ შესაძლებელია ღეროს დაზიანებაც, რის გამოც ღეროზე ნაპრალები ჩნდება. ლაქების ადგილზე ქსოვილი კვდება, ქერქი კი ნაწილობრივ სცილდება ღეროს. დაავადებული მცენარე ჭკნება და საბოლოოდ ხმება.დაავადება ფოთებზე ვლიდნება ყავისფერი შეფერილობის, გაურკვეველი ფორმის წყლულების სახით. რომელიც ადვილად ჩანაჭდევდება ყუნწთან და ძარღვებში იწვევს სიყვითლესად ა ფოთოლცვენას. ნაყოფი სიმწიფის პერიოდში ზიანდება. ჩანაჭდევებული რუხი ლაქები და ყუნწისაკენ მიმართული ღეროები ნაყოფზეც აღინიშნება.
პომიდვრის სტოლბური
პომიდვრის სტოლბური მიკოპლაზმური დაავადებაა. მისი აღმძვრელია ვირუსი. პომიდვრის გარდა, სტოლბურით ბადრიჯანი, წიწაკა, კარტოფილი და თამბაქო ავადდება. პომიდვრის ადრეულ ფაზაში დაავადების შეთმთხვევაში, მცენარე რჩება ჯუჯა მდგომარეობაში, აქვს წვრილი, მოწითალო იისფერი, ნავისებური ფოთლები. აქვს ერთმანეთთან შეზრდილი ზარისებური ჯამის ფოთოლაკები. მტვრიანები და ბუტკო არ გააჩნია ან ისინი სრულად დეფორმირებულია, ხოლო გვირგვინის ფურცლები — გამწვანებული. ამგვარი ყვავილები სტერილურია. მცენრის დაავადებამდე წარმოქმნილი ნაყოფი მცირე ზომისაა, მისი რბილობი გაუხეშებულია.
შეფერილობა მოყვითალო ნარინჯისფერი, ცუდი გემო აქვს და შესაბამისად ცუდი სასაქონლო სახე გააჩანია. დაავადება თესლის ან მცენარეული ნარჩენების მეშვეობით არ გადაეცემა. მისი გამომწვევი მიზეზი, ანუ ინფექციის რეზერვატორი, ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთი მრავალწლიანი სარეველაა, ხოლო ვეგეტაციის პერიოდში იგი ჭიჭინობელას საშულებით ვრცელდება.
პროფილაქტიკა და დაცვა
პროფილაქტიკისთვის აუცილებელია მაღალ იმუნური ჯიშების და სათანადოდო დამუშავებული თესლის შერჩევა. დამუშავებული თესლის შემთხვევაში გამოცდილი მეურნეებიგვირჩევენ, იგი დამუშავდეს თანამედროვე თესლის დასამუშავებელი ინსექტო-ფუნგიციდით ან კალიუმ პერმანგანატის ერთ პროცენტიანი ხსნარით, 15-20 წუთის განმავლობაში შესაძლებელია 2-3 წლის თესლების გამოყენებაც.
ვინაიდან ამ პერიოდის განამვლობაში სოკოვანი და ვირუსული ინფექცია გაივლის.კარგ შედეგს იძლევა ჩითილის დამუშავება გადარგვამდე 3-4 დღით ადრე, სისტემური მოქმედების ფუქგიციდითა (30-40 გრ 10-15 ლ წყალში) და ინსექტიციდით, მაგალითად, სულთანით ან კინფოდორით (2 გრ 10-15 ლ წყალში).ყვავილობის ფაზის დაწყებამდე, კვალვ შეიძლება პროფილაქტიკური წამლობის ჩატარება გადარგვიდან 10-14 დღეში. შემდეგ მიზანშეწონილია მხოლოდ კონტაქტური პრეპარატების გამოყენების ინსტრუქციის სრული დაცვით.

მეურნე
agrokavkaz.ge

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3232 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალუბალი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
175 Views

ალუბალი (ლათ. Prunus cerasus) – ფართოდ გავრცელებული მცენარეა. მისი ნაყოფი შეიცავს 17,5% შაქრებს 08-2,7% ორგანულ მჟავებს, 0,2% მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს: A, B, C, PP.

სრულად
აგროკავკასია FB