პროექტი „კარტლისის აკადემია“ ფერმერებს ყოველწლიურად დაეხმარება

ფერმერთა, აკადემია

2017 წელს კარტლისმა საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი – „კარტლისის აკადემია“ დაიწყო. პროექტი საშუალო და მსხვილ ფერმერებსა და მათ მეუნეობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

სოფლის მეურნეობის სფეროში 20 წლიანმა წარმატებულმა გამოცდილებამ, სხვადასხვა კულტურის მოყვანისას მიღებულმა რეკორდულმა შედეგებმა და იმ მრავალმა სამეცნერო სამუშაომ, რომელიც კომპანიის საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებზე რეგულარულად მიმდინარეობდა, საშუალება მოგვცა საფუძველი ჩაგვეყარა ფერმერების გადამზადების ახალი პლატფორმისათვის, რომელსაც „კარტლისის აკადემია“ ეწოდება.

პროექტს და 2018 წლის ნოებერში „კარტლისის აკადემიამ“ კვლავ განაგრძო ფერმერთა მიღება.

აკადემიის ჩატარდა, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონულ ცენტრში (ზუგდიდი, აბაშა, ქუთაისი, გორი, მარნეული, საგარეჯო, გურჯაანი, ლაგოდეხი და ა.შ.)

აკადემიის ლექტორები თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების მქონე ქართველი და უცხოელი, მოწვეული სპეციალისტები არიან, რომლებიც მრავალი წელია, რაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით მუშაობენ.

ფერმერები, კარტლისი

განსაკუთრებულად აღსანიშნავია ის, რომ კარტლისის აკადემიის სპეციალისტები თავის ცოდნა-გამოცდილებას  ფერმერებს უანგაროდ უზიარებენ.

კარტლისის აკადემიის ფარგლებში ფერმერებმა სემინარებზე განიხილეს:

→ ვაზის, ბოსტნეულისა და სიმინდის მორწყვისთვის საჭირო თანამედროვე სარწყავი სისტემები!

→ სხვადასხვა კულტურების მოთხოვნა საკვები ელემენტებისადმი და კვება;

→ ბოსტნეული კუტურის ინტეგრირებული დაცვის სისტემა;

→ ხილის მავნებელ-დაავადებები და მათთან ბრძოლის ღონისძიებების სქემა;

→ მავნებელი დაავადებები მოცვში;

→ ხეხილის მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლა;

→ თხილის მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლა;

→ თანამედროვე სარწყავი სისტემები და საზომი მოწყობილობები;

→ ბოსტნეულის კვება და საკვები ელემენტების ნაკლებობის ნიშნები.

აკადემიაში განხილული თემები მრავალფეროვანია და მიმართულია იმისაკენ,  რომ  ფერმერებს ხელი შუწყოს არა მხოლოდ უხვი მოსავლის მისაღებად საჭირო ცოდნის ათვისებაში, არამედ დაეხმაროს პროდუქტის რეალიზაციისათვის აუცილებელი რჩევებით  იმ უახლეს ტრენდებზე, რომელიც არსებობს მსოფლიო ბაზარზე.  ამ ყველაფრის შედეგი კი უნდა იყოს ის, რომ ფერმერებმა მიიღონ მაქსიმალური შემოსავალი თავიანთი შრომისაგან.

სტატია მოგვაწოდა კომაპანიამ „კარტლისი“
დამატებითი კითხვებისთვის ეწვიეთ კომპანიის საიტს (დაკლიკეთ ბმულზე): http://www.cartlis.ge/

თქვენი რეკლამა