SRCA-მ და ყველის მწარმოებელთა გილდიამ მემორანდუმი გააფორმეს

39 Views Comment Off

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა (SRCA) და ყველის მწარმოებელთა გილდიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ორმხრივი შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა კვლევითი ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ლევან უჯმაჯურიძემ და საქართველოში ყველის მწარმოებელთა გილდიის თავმჯდომარემ, ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ.

მემორანდუმის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს მხარეთა მიერ, 2016 წლის შემოდგომაზე „შავი ზღვის აუზის ქვეყნების რძის ფორუმის“ ჩატარების ორგანიზება საქართველოში. ფორუმზე შავი ზღვის აუზისა და საქართველოს მეზობელი სახელმწიფოების გარდა, მოწვეულნი იქნებიან წარმომადგენლები რძის პროდუქტების მწარმოებელი ლიდერი ქვეყნებიდან: საფრანგეთი, იტალია, ჰოლანდია, შვეიცარია და სხვა.

საქართველოში რძის პროდუქტების წარმოების კულტურა ისეთივე უძველესია, როგორც ღვინის. დაგეგმილი რძის საერთაშორისო ფორუმი, სწორედ ქართული რძის ნაწარმის, მათ შორის ყველის პოპულარიზაციას, მასთან დაკავშირებული ისტორიული ფაქტების გაცნობასა და საუკუნეების მანძილზე დაკარგული სახეობების აღორძინებას ეძღვნება.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები სხვა აქტივობებთან ერთად ერთობლივად უზრუნველყოფენ აღნიშნული ფორუმის ჩატარებასა და მასთან დაკავშირებული ყველა ღონისძიების განხორციელებას.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
აგროსფერო
კლაასი
კლაასი
თქვენი სარეკლამო ბანერი
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
Georgian Dairy
აგრორჩევები
აგროკავკასია FB