სოფლის მეურნეობა — კანადასთან თანამშრომლობის საკითხები

96 Views Comment Off

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ნოდარ კერესელიძე კანადის ელჩს (რეზიდენციით თურქეთი, ანკარა) კრისტოფერ კუტერს და კანადის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

საუბარი შეეხო მეღორეობისა და მესაქონლეობის კუთხით ჯიშობრივი გაუმჯობესების საკითხებს. ასევე, კანადის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობებს.

როგორც ნოდარ კერესელიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველო ისევე როგორც კანადა ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) აქტიური წევრია და ღვინით ვაჭრობის გამარტივების კუთხით მნიშვნელოვან ღონისძიებებში მონაწილეობს.

2014-2015 წლებში საქართველო აღნიშნული ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყანა იყო, რა პერიოდშიც წევრ ქვეყნებს შორის ღვინით ვაჭრობის გამარტივების ხელშემწყობი არაერთი დოკუმენტი შემუშავდა.

შეხვედრაზე, ნოდარ კერესელიძემ ქართული თაფლის საექსპორტო პოტენციალის შესახებ და საქართველოში აკვაკულტურის განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრა.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3232 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალუბალი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
175 Views

ალუბალი (ლათ. Prunus cerasus) – ფართოდ გავრცელებული მცენარეა. მისი ნაყოფი შეიცავს 17,5% შაქრებს 08-2,7% ორგანულ მჟავებს, 0,2% მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს: A, B, C, PP.

სრულად
აგროკავკასია FB