ესტონური ყველი – გრძელვადიანი კონტრაქტი იაპონელებთან

ყველი

ყველის მწარმოებელმა ესტონურმა კომპანიამ E-piim-მა, პირველად ორი ქვეყნის ურთიერთობის ისტორიაში, გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა იაპონელ პარტნიორთან.

კონტრაქტით, წლის პირველ ნახევარში, E-piim-ის მიერ წამოებული 500 ტონა ჰოლანდიური ყველის „Gouda“-ს ექსპორტი უნდა განხორციელდეს იაპონიაში. კონტრაქტის გაფორმებას წინ უძღოდა ყველის საცდელი პარტიის გაგზავნა.

E-piim – ის მმართველთა საბჭოს თავჯდომარის, იანუს მურაკასის თქმით გარღვევა მოხერხდა, 2 წლიანი პარტნიორული ურთიერთობების შედეგად. იაპუნი ბაზრის პლიუსად მურაკასი მის დიდი მოცულობას, გადახდისუნარიანობას და სტაბილურობას თვლის, მას აგრეთვე მნიშვნელოვნად მიაჩნია გარკვეული კონსერვატიზმი, რომელიც ჩამოყალიბებულ ბიზნეს-ურთიერთობებს ათწლეულობით აგრძელებს.

ესტონელი მწარმოებლები თვლიან, რომ მათ შეძლეს იაპონელთა ნდობის მოპოვება და ამ ეგზოტიკურ ბაზარზე, მათი პროდუქციის რეალიზაცია უფრო აქტიურად წარიმართება.

თქვენი რეკლამა