სოფელ რუხში კოლხური ბზის სანერგე მეურნეობა გაიხსნა

122 Views Comment Off

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში კოლხური ბზის საბაზისო სანერგე მეურნეობის გახსნის ცერემონია გაიმართა.

სანერგე მეურნეობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, კერძოდ, მისი სტრუქტურული ერთეულის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში შემავალი სსიპ „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს», კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის (CENN) და ასოციაცია „აგორას» ერთობლივი ძალისხმევით და საქართველოს ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობით მოეწყო.

საქართველოს ენდემური სახეობისა და „წითელი ნუსხით» დაცული მცენარის — კოლხური ბზის მავნებელ-დაავადებებისაგან გადარჩენის ეროვნული მრავალწლიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღიჭურვა 500 მ2 სათბური და დაირგო 30 000 კოლხური ბზის ნერგი.

რუხის სასათბურე მეურნეობა კავკასიაში პირველი საბაზისო სანერგეა, რომელშიც ბზის კონსერვაციის მიზნით წელიწადში 50 000 ნერგი დაკალმდება. ნერგების ნაწილი უფასოდ გადაეცემათ სკოლებს, გამგეობებსა და ეპარქიებს.

საბაზისო სანერგე ხელს შეუწყობს უფრო მცირე სანერგეების განვითარებას რეგიონში და მთელ საქართველოში, რაც აუცილებელი პირობაა ბზის გადასარჩენად. დაგეგმილია ნერგების ნაწილის აფხაზური მხარისათვის გადაცემა.

ღონისძიებებას პროექტში ჩართული მხარეების, სამთავრობო უწყებებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2398 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1516 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB