საქართველოში-დეკემბერში ინფლაციის დონემ-0,6% შეადგინა

12 Views Comment Off

2015 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ -0,6 პროცენტი შეადგინა.

მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3,6-პროცენტიანი კლება, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,40 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში ფასები შემცირდა საწვავ-საპოხ მასალებზე (-7,6 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები შემცირდა 1,0 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,05 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების კლება დაფიქსირდა თამბაქოს ნაწარმზე (-1,7 პროცენტი);

ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება: ჯგუფზე ფასები შემცირდა 0,8 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,05 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

2015 წლის დეკემბერში 2014 წლის დეკემბერთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 4,9 პროცენტი შეადგინა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: 12-თვიან პერიოდში ფასები გაიზარდა 3,8 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 1,16 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

აღსანიშნავია ფასების მნიშვნელოვანი მატება შემდეგ ქვეჯგუფებზე:

ხილი და ყურძენი (17,3 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (12,3 პროცენტი) და ყავა, ჩაი და კაკაო (9,7 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 10,5 პროცენტით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,98 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები ძირითადად გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების (24,2 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (7,7 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8,3-პროცენტიანი ზრდა, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,70 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა სახეების ქვეჯგუფზე (10,8 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 4,2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0,48 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა საწვავ-საპოხ მასალებზე (-12,1 პროცენტი).

საქსტატი

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
Organic Life ამერიკელებს ჩურჩხელაზე გადასვლას ურჩევს
299 Views

შეწყვიტეთ ენერგეტიკული ბატონების ყიდვა - ჩაანაცვლეთ ის ყურძნის წვენისა და ნიგვზის ნაზავის ნუგბარით, მოუწოდებს ამერიკული პოპულარული გამოცემა

სრულად
სამკურნალო მცენარეები
შვიტა მინდვრის (Equisetum arvense) — სამკურნალო მცენარე
3678 Views

მინდვრის შვიტა (ლათ. Equisetum arvense) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა შვიტისებრთა ოჯახიდან. აქვს მცოცავი, რუხი-მოშავო ფესურა. ღერო ორგვარია:

სრულად
აგროკავკასია FB