საქართველოდან 21 000 ტონამდე სტანდარტული მანდარინია ექსპორტირებული

83 Views

29 დეკემბრის მდგომარეობით, აჭარის რეგიონიდან უკრაინის, სომხეთის, უზბეკეთის, ყაზახეთის, პოლონეთის, ყატარის, რუსეთის და ბელარუსის მიმართულებებით უკვე ექსპორტირებულია 21 000 ტონამდე სტანდარტული მანდარინი.

რაც შეეხება არასტანდარტულ მანდარინს, უკვე მიღებული და გადამუშავებულია 7 700 ტონა.

ციტრუსის სეზონის ორგანიზებულად ჩატარების,  საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი და მაღალხარისხიანი ციტრუსის მიწოდების მიზნით, მიმდინარე წლის სეზონზე ციტრუსის მიმღებ-შემფუთავი 30-მდე საწარმო და არასტანდარტული ციტრუსის 2  საკონსერვო ქარხანა ფუნქციონირებს, რომელთა ჯამური სიმძლავრე 30 000 ტონაზე მეტს შეადგენს.

საწარმოებში ხდება მანდარინის დაკალიბრება, პარაფინირება, პლასტმასის, მუყაოსა და შპონის (ხის) ტარაში პროდუქციის შეფუთვა, პალეტებად შეკვრა და ექსპორტირება.

ადგილობრივი სიმძლავრეებით შესაძლებელია 40 000 ცალი საექსპორტო ყუთის მომზადება. რეგიონში არსებული სამაცივრე დანადგარებით შესაძლებელია 7000 ტონამდე ციტრუსის შენახვა. ციტრუსის გადამამუშავებელი საწარმოები სეზონზე ღებულობენ და კონცენტრატის სახით ამუშავებენ 15000 ტონამდე არასტანდარტულ მანდარინს.

სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით მოქმედებს საკოორდინაციო შტაბი.

კომპანიები, რომლებიც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდიან, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 1 კგ მანდარინზე 0.10 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდიას გასცემს.

გაუზიარეთ მეგობრებს

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ორგანული (ბიო, ეკო) პროდუქტების ერთობლივი შესყიდვები
982 Views

ორგანული (ბიოლოგიურად სუფთა) პროდუქტების პოპულარობის ზრდის ფონზე, იზრდება ადგილობრივ ფერმერებთან პირდაპირი კავშირების საჭიროება. ხშირად მომხმარებელისთვის ძნელია ინფორმაციის მოპოვება სხვადასხვა პროდუქტზე, გარდა ამისა სიძნელეს ქმნის რაოდენობაც. თუ მომხმარებელს, გარკვეული

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ქლიავი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
154 Views

ქლიავი (Prunus domestica) – სამკურნალოდ გამოიყენება ნედლი ნაყოფი, ფოთოლი და ჩირი. თავისი კვებითი ღირებულების წყალობით, ქლიავი ნერვულ სისტემას ამაგრებს და ტვინის მუშაობას აუმჯობესებს. ორგანიზმს წმენდს და მის ვიტამინურ მარაგს ავსებს. ქლიავი თავისი დიდებული ბიოლოგიური თვისებებით ფართოდ

სრულად
აგროკავკასია FB