ესპანეთი პირველია ორგანული პროდუქტის წარმოებისთვის გამოყოფილი ფართობით

ორგანული

ესპანეთმა ევროკავშირში პირველი ადგილი დაიკავა, ორგანული პროდუქტის წარმოებისთვის გამოყოფილი ფართობით, ამის შესახებ საკუთარ მოხსენებაში სტატისტიკის ევროპული ბიურო იუწყება.

მოხსენებაში მოყვანილი მონაცემების მიხევბით, ევროკავშირში ორგანული წარმოებისთვის 11,9 მლნ. ჰა-ია გამოყოფილი, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების გაშენების საერთო ფართობის 6,69%-ია.

ესპანეთში ორგანული წარმოების ფართობი 2,0 მლნ. ჰა-ს შეადგენს, ლიდერთა სამეულში შედიან აგრეთვე იტალია 1,7 მლნ. ჰა და საფრანგეთი 1,5 მლნ. ჰა, შემდეგ მოდის გერმანია 1,1 ჰა და ავსტრია 571 000 ჰა.

ამასთან სტატისტიკის მიხედვით, ტრადიციული და ორგანული წარმოების შეფარდების თვალსაზრისით ლიდერი ავსტრიაა, სადაც ორგანული წარმოების ფართობი, სასოფლო-სამეურნეო კულტურების გაშენების საერთო ფართობის 21,25%-ია. ავსტრიის შემდეგ მოდიან: შვეცია 18,3%, ესტონეთი 18,2%, იტალია 14,19%, ჩეხეთი 14,0%, ამ მხრივ ესპანეთის მონაცემია 8,48%, საფრანგეთის 6,75%, გერმანიის 6,73%.

ევროპის ქვეყნებში ორგანული წარმოებისთვის, შეფარდების თვალსაზრისით ყველაზე მცირე ფართობები გამოყოფილია: მალტაში 0,21% (24 ჰა), რუმინეთში 1,67% (226 000 ჰა), ირლანდიაში 1,77% (77 000 ჰა), დიდ ბრიტანეთში 2,82% (490 000 ჰა) და ნიდერლანდებში 2,91% (52 000 ჰა).

2012 წლიდან ევროკავშირში, ორგანული წარმოებისთვის გამოყოფილი ფართობი 2 მლნ. ჰა-ით გაიზარდა, ასევე შეიმჩნევა ორგანული პროდუქტის დარეგისტრირებულ მწარმოებელთა რაოდენობის ზრდის ტენდეცია, მათმა რიცხვმა 2016 წლის ბოლოს 295 600-ს მიაღწია.

თქვენი რეკლამა