ქართული ღვინის მიმართ ჰოლანდიელ იმპორტიორთა ინტერესი იზრდება

40 Views

ქართული ღვინის ჰოლანდიაში პოპულარიზაციისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, საქართველოს ჰოლანდიელი იმპორტიორები და ჟურნალისტები ეწვიენ, ჰოლანდიური კომპანია „Saperavi Wine Agency”-ის დირექტორის ბერნარდ ნაუტას (Bernard Nauta) ხელმძღვანელობით.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩოლობარგია აღნიშნავს, ღვინის მოხმარების საერთაშორისო ტენდენციებსა და სტატისტიკაზე დაყრდნობით, ჰოლანდიის ბაზარი ქართული ღვინის ექსპორტისთვის საკმაოდ პერსპექტიულია.

„სწორედ ამის გათვალისწინებით, წლის დასაწყისში ხელშეკრულება გავაფორმეთ ღვინის იმპორტიორ კომპანიასთან „Saperavi Wine Agency”, რომელიც ახორციელებს ქართული ღვინის იმპორტს ჰოლანდიაში და ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით, მთელი წლის მანძილზე სხვადასხვა ღონისძიებებს ახორციელებს.

“აღსანიშნავია, რომ ამ ტურის ფარგლებში რამდენიმე კომპანიასთან უკვე გაფორმდა ხელშეკრულება, რაც იმის საფუძველია, რომ მომავალში ქართული ღვინის ექსპორტი ჰოლანდიაში გაიზრდება” – აღნიშნა ირაკლი ჩოლობარგიამ.

ჰოლანდიელმა სტუმრებმა ტურის ფარგლებში ქართული ღვინის კომპანიები ქართლსა და კახეთში მოინახულეს და ადგილზე დააგემოვნეს შემდეგი კომპანიების პროდუქცია: „თბილღვინო”, „გოცას ღვინოები”, „ხოხბის ცრემლები”, „თელავის ღვინის მარანი”, „შუხმან ვაინს ჯორჯია”, „ფაფრის ველი”, „კონჭო და კომპანია”.

ქართული ღვინის მიმართ ინტერესი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ჯგუფის რამდენიმე წევრმა ვიზიტის გახანგრძლივება გადაწყვიტა რათა ეწვევიონ კომპანიებს „ძმების მარანი” და „ბოლნური”.

0Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB