მუჯურეთულის და ალექსანდროულის რთველი რაჭაში

180 Views Comment Off

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში 10 ოქტომბრის 10.00 საათის მდგომარეობით, 115 ტონა ყურძენი (მუჯურეთული და ალექსანდროული) დაიკრიფა და ჩაბარდა.

მოსახლეობის შემოსავლებმა 736 ათას ლარს გადააჭარბა. რთველის საკოორდინაციო შტაბი ამბროლაურში 9 ოქტომბერს გაიხსნა.

დაცული ადგილწარმოშობის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „ხვანჭკარის» ჯიშებზე ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე 1კგ-ზე  გაიცემა სუბსიდიის სახით 2 ლარი.

ღვინის კომპანიები მევენახეებს 1 კგ მუჯურეთულსა და ალექსანდროულში 5 ლარს უხდიან,  ჯამში 1 კგ ყურძნის ფასი 7 ლარს შეადგენს.

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში დღეისთვის გახსნილია 6 მიმღები პუნქტი — 3 ქალაქ ამბროლაურში და დანარჩენი სოფლებში (ჭრებალო, ხვანჭკარა და ბუგეული). რაჭაში 12 ღვინის კომპანია იღებს რეგიონის ყურძნის მოსავალს.

სულ დარეგისტრირებულია 25 ღვინის კომპანია, მათგან 6 ადგილობრივი, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან ყურძნის მიღების პროცესში.

ჯიშობრივი სიზუსტის დაცვის მიზნით, რთველის პროცესში ჩართულები არიან ამპელოგრაფები.

რთველი გრძელდება კახეთის რეგიონში. 10 ოქტომბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 113,5 ათასამდე ტონა ყურძენი. მევენახეების შემოსავლებმა რთველის დაწყებიდან დღემდე 132 მლნ ლარს მიაღწია.

რთველთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს  შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე — 1501

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2330 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1286 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB