მაღალმთიან რეგიონებში სათიბ-საძოვრების პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო

638 Views

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაციას აცხადებს.

რეგისტრაცია სააგენტოს ვებ-გვერდზე www.acda.gov.ge დღეიდან, 20 აპრილიდან მიმდინარე წლის 1 ივნისის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

პროგრამაში ჩართვა შეუძლია იმ სასოფლო-სამეურნეოკოოპერატივებს, რომლებიც რეგისტრებულნი არიან, „მაღალმთიან დასახლებათანუსხის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N671 დადგენილებით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებებში და აკმაყოფილებენ პროგრამით განსაზღვრულ პირობებს.

დადგენილი კრიტერიუმებით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომელთა წევრთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 11 მეპაიეს და მფლობელობაში აქვთ არანაკლებ 200 სული ფური ან/და დეკეული 25 წლიანი იჯარით გადაეცემათ სათიბი ან საძოვარი ან ორივე ერთად, რაც  ერთ სულ ფურზე ან/და დეკეულზე არანაკლებ 1.5 ჰა-ს და არაუმეტეს 4ჰა-ს შეადგენს.

კოოპერატივები თანადაფინანსებით მიიღებენ საქონლის საკვების წარმოებისათვის საჭირო  აღჭურვილობასტრაქტორს, გუთანს, როტაციულ და სეგმენტურ სათიბელას, ფოცხს, მოთიბული მასის დამწნეხსა და მისაბმელს ტვირთის ტრანსპორტირებისათვის.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს დაგეგმილია 10 კოოპერატივისათვის სახელმწიფო პროგრამაში არსებული სათიბ-საძოვრებისა და ტექნიკის გადაცემა.

გასულ წელს პროგრამაში 21 მაღალმთიანი მუნიციპალიტეტიდან 29 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ჩაერთო.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
თქვენი რეკლამა
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
თქვენი საეკლამო ბანერი
აგროკავკასია FB