კარტლისის აკადემია ფერმერთა წარმატებისთვის

267 Views No Comment

2017 წლის 19 ოქტომბერს კარტლისმა საქართველოში უპრეცედენტო მაშსტაბის პროექტი —  „კარტლისის აკადემია“  წამოიწყო.  პროექტი საშუალო და მსხვილ ფერმერებსა და მათ მეუნეობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

კარტლისის აკადემიის ფარგლებში, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონულ ცენტრში (ზუგდიდი, აბაშა, ლანჩხუთი, ქუთაისი, ზესტაფონი, გორი, მარნეული, საგარეჯო, გურჯაანი, ლაგოდეხი და ა.შ.)  მსხვილი ფერმერების გადამზადება დაიწყო.  პირველ ეტაპზე, სალექციო ჯგუფებში სხვადასხვა კულტურის მომყვანი 300-მდე მსხვილი ფერმერი გადანაწილდა, რომლებსაც 2018 წლის თებერვლისთვის კიდევ 400-მდე მსხვილი ფერმერი დაემატება.  კარტლისის აკადემიაში ჩართული ფერმერები მოყვანის ინტენსიურ ტექნოლოგიებს შეისწავლიან, რაც  ფართობის ერთეულზე მაქსიმალური მოსავლის მიღებას გულისხმობს. ინტენსიური ტექნოლოგიების გამოყენება ფერმერებს საშუალებას მისცემს მათი მეურნეობა მომგებიან ბიზნესად გადააქციონ.

აკადემიის ლექტორები თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების მქონე ქართველი და უცხოელი, მოწვეული სპეციალისტები არიან, რომლებიც მრავალი წელია, რაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით მუშაობენ. ბევრი პროფესიონალი ფერმერი იცნობს რობერტ რევიას, ზურაბ სულაძეს, ლელა გვასალიას, რევაზ შონიას, ნინა მუმლაძეს, დავით კაკაშვილს, ზაზა ქერელაშვილს, იოსებ მეფარიშვილს, დემეტრე ლიპარტიას, გურამ მოსიაშვილს, ნანა მესხორაძეს, ბებური მაჭავარიანს და ა.შ. რომლებმაც საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მრავალ ფერმერთან დანერგეს  უახლესი ტექნოლოგიები და შედეგად მრავალი წარმატებული მაგალითი შექმნეს.

ამ გამოცდილებიდან აღსანიშნავია ლაგოდეხის მაგალითი, სადაც სიმინდის საშუალო მოსავლიანობა 4-ჯერ გაიზარდა და 12-16 ტონა/ჰა-მდე ავიდა.  გამოვყოფთ ზუგდიდის და აბაშის წლევანდელ მაგალითსაც, სადაც აკადემიის სპეციალისტების ჩარევით მრავალი ფერმერი ეფექტურად გაუმკლავდა აზიური ფაროსანას საფრთხესა და  კარტლისის სქემით მოვლილ ბაღებში მავნებლების მაღალი ფონის მიუხედავად, თხილის მაღალი და ხარისხიანი მოსავალი მიიღეს.  გორში, ინოვაციური პრეპარატების დანერგვის შედეგად ფერმერებს მოეხსნათ ვაშლის ქეცით გამოწვეული პრობლემები. ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში კი ამ ტექნოლოგიების გამოყენებით და აკადემიის ლექტორების დახმარებით ფერმერები  ხორბლის (7-9 ტონა/ჰა),  კარტოფილის (40-60 ტ/ჰა) და ხახვის (80-100 ტ/ჰა) სტაბილურად მაღალ მოსავლებს ღებულობენ.

კარტლისის აკადემიის ფარგლებში ფერმერები სემინარებზე განიხილავენ:

  • ნიადაგი, ანალიზის აღების წესი და მისი მნიშვნელობა;
  • სხვადასხვა კულტურების მოთხოვნა საკვები ელემენტებისადმი და კვება;
  • ბოსტნეული კუტურის ინტეგრირებული დაცვის სისტემა;
  • სიმინდის მოვლა-მოყვანის აგროტექნიკა;
  • ხეხილის მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლა;
  • ვაზის აგროტექნიკა;
  • თხილის მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლა;
  • მარკეტინგი და პროდუქტის განვითარება;
  • თანამედროვე სარწყავი სისტემები და საზომი მოწყობილობები.

კარტლისის აკადემიის შექმნის და ფერმერების გადამზადების იდეა იქიდან გაჩნდა, რომ გვინდა გვყავდეს წარმატებული ფერმერები. გაიზარდოს და გაძლიერდეს მათი ბიზნესი. ამ მიზნის მისაღწევად კი განათლება უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

აკადემიაში განხილული თემები მრავალფეროვანია და მიმართულია იმისაკენ,  რომ  ფერმერებს ხელი შუწყოს არა მხოლოდ უხვი მოსავლის მისაღებად საჭირო ცოდნის ათვისებაში, არამედ დაეხმაროს პროდუქტის რეალიზაციისათვის აუცილებელი რჩევებით  იმ უახლეს ტრენდებზე, რომელიც არსებობს მსოფლიო ბაზარზე.  ამ ყველაფრის შედეგი კი უნდა იყოს ის, რომ ფერმერებმა მიიღონ მაქსიმალური შემოსავალი თავიანთი შრომისაგან. განსაკუთრებულად აღსანიშნავია ის, რომ კარტლისის აკადემიის სპეციალისტები თავის ცოდნა-გამოცდილებას  ფერმერებს უანგაროდ უზიარებენ.

აკადემიის წევრი ფერმერის გამოხმაურება:  ჯაბა თავართქილაძე (ბათუმი, სასათბურე მეურნეობა) —  ახლა სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახალი ტენდეციებია,  ტექნოლოგიები კი იმდენად სწრაფად ვითარდება რომ ხშირად საკუთარი ძალებით  ახალი ინფორმაციის მოძიებისა და ათვისების დრო არ გვაქვს. ამ სიტუაციაში კარტლისის სემინარები  და მათ მიერ საქართველოში უკვე  გამოცდილი ტექნოლოგიების გაცნობა ფერმერისათვის უმნიშვნელოვანესია და აუცილებლად  გახდება  ძალიან დიდი წარმატების საწინდარი.

აკადემიის წევრი ფერმერის გამოხმაურება:   აკადემიის ფარგლებში,  ლექციებზე ამ სექტორის განვითარიებისთვის საჭირო და საინტერესო რჩევები მივიღეთ ევროპელი სპეციალისტებისაგან.  გავეცანით მსოფლიიო ბაზრის უახლეს ტენდენციებს და ამასთან, სხვადასხვა კულტურის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს დავეუფლეთ, რომელიც კონკრეტულად ჩვენს რეგიონზე და ბუნებრივ პირობებზეა მორგებული.

ლექციების გარდა, ფერმერული ბიზნესის მხარდაჭერისათვის, კარტლისმა უკვე მიაღწია შეთანხმებას სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტთან, სადაც  კარტლისის აკადემიის ლექციების წარმატებული კურსდამთავრებულები შეღავათიანი პირობებით ისარგებლებენ.

აკადემიის პროექტის განმახორციელებელი კომპანია კარტლისი საქართველოს ბაზარზე სოფლის მეურნეობის სფეროში უკვე  20 წელია  ლიდერია.  ამ ხნის მანძილზე, ევროპელ, ამერიკელ და იაპონელ პარტნიორებთან ერთად, მრავალი სიახლე დავნერგეთ.  სოფლის მეურნეობის სფეროში 20 წლიანმა წარმატებულმა გამოცდილებამ, სხვადასხვა კულტურის მოყვანისას მიღებულმა რეკორდულმა შედეგებმა  და იმ მრავალმა სამეცნერო სამუშაომ, რომელიც ჩვენს საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებზე რეგულარულად მიმდინარეობდა,  საშუალება მოგვცა საფუძველი ჩაგვეყარა ფერმერების გადამზადების ახალი პლატფორმისათვის, რომელსაც კარტლისის აკადემია დავარქვით, რომლის მიზანია ნებისმიერ მსურველს უსასყიდლოდ მიაწოდოს მნიშვნელოვანი და ამომწურავი ინფორმაცია მსოფლიოში სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ ყველა წამყვან, ინტენსიურ ტექნოლოგიაზე. რის შედეგადაც ქართველი ფერმერი უნდა გახდეს კონკურენტუნარიანი არა მხოლოდ რეგიონალურ, არამედ მსოფლიო ბაზარზეც. კარტლისის აკადემიის პროექტი 2025 წლამდე გაგრძელდება. — აცხადებს კომპანიის დირექტორი რობერტ რევია.

აკადემიაში ჩაწერა შეუძლია ნებისმიერ საშუალო და დიდი მეურნეობის მფლობელ ფერმერს.
ჩაწერისათვის დაუკავშირდით ტელეფონზე: 599 037703;  599569338;

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2381 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1450 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB