უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვა კონსტიტუციით იკრძალება

5998 Views

2018 წლის 16 დეკემბრიდან საქართველოში უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვა იკრძალება.

საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც ძალაში შევიდა ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, სასოფლო-სამეურნეო მიწას „განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსად“ აცხადებს და გამონაკლისების გარდა, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების საკუთრებაში ტოვებს.

საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად:

სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში.

გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სტარტაპერი
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
აგროკავკასია FB