კახეთში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა

118 Views Comment Off

რთველის პროცესი კახეთში აქტიურ ფაზაში შევიდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, რთველის პროცესი ორგანიზებულად და შეუფერხებლად მიმდინარეობს.

„რთველი კახეთში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 2,6 ათას ტონას მიაღწია, რაც ნიშნავს, რომ რთველი კახეთის რეგიონში აქტიურ ფაზაში შევიდა.

11 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 18.6 ათასი ტონა ყურძენი. მევენახეებმა ყურძნის რეალიზაციის შედეგად, შემოსავლების სახით უკვე 18 მლნ-მდე ლარი მიიღეს. ღვინის ექსპორტის ზრდა იმის წინაპირობაა, რომ ყურძნის ფასი იყოს მაღალი და გაიზარდოს მეევენახეების შემოსავალი, რაც დაფიქსირდა კიდეც 2017 წლის რთველის პროცესში», — აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა

ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 132 ღვინის კომპანია, ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 67.

გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: ყვარელი — 7,1  ათასი ტონა, სიღნაღი — 4,2 ათასი ტონა, თელავი — 2,7 ათასი ტონა, გურჯაანი — 1,9 ათასი ტონა, დედოფლისწყარო — 1,7 ათასი ტონა, ახმეტა —  628 ტონა, ლაგოდეხი —  300 ტონა და საგარეჯო —  193 ტონა.

მთლიანი გადამუშავებული ყურძნიდან 7 ათასი ტონა რქაწითელი, 9,3 ათასი ტონა საფერავი, 828 ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

კახეთის რეგიონში 2017 წლის რთველზე ყურძენზე სუბსიდია აღარ გაიცემა. ამასთან ერთად, ბრენდის წარმოების განვითარების ხელშესაწყობად, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებენ.

რთველთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება, დაინტერესებულ პირებს  შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე — 1501.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3203 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალუბალი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
166 Views

ალუბალი (ლათ. Prunus cerasus) – ფართოდ გავრცელებული მცენარეა. მისი ნაყოფი შეიცავს 17,5% შაქრებს 08-2,7% ორგანულ მჟავებს, 0,2% მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს: A, B, C, PP.

სრულად
აგროკავკასია FB