გურია, აჭარა
AgroPlus

სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო სამსახურები – გურია, აჭარა

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების გაზრდის ხელშეწყობისა და სოფლის მეურნეობის დარგში არსებული სიახლეებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ საქართველოს ფერმერთა და აგრომეწარმეთა ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, ერთიანი საინფორმაციო-საკონსულტაციო სისტემა ჩამოყალიბდა. საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ძირითადი ფუნქციები: სოფლის მეურნეობის სექტორში წარმოებისა და […]

ფიჭვი, იყიდება, ნერგები
აგრომარკეტი

შავი ფიჭვი – იყიდება ნერგები

შავი ფიჭვი (Pinus nigra) საქართველოში შემოტანილი ფიჭვის სახეობებიდან ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაჩვენებლებით ხასიათდება. ყვავილობს აპრილში, ნაყოფის დამზადების სეზონი X-III თვეები, თესლის გამოსავლიანობა 2,5-3%, 1000 ცალი თესლის წონა 22,4 გრ-ია, თესლის შენახვის ვადა 4-5 წელია. ნიადაგის […]

წიპწის, ზეთი
აგრო სიახლეები

ველისციხეში წიპწის ზეთის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში წიპწის ზეთის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა. საწარმო, რომელშიც ერთი მილიონი ლარის ინვესტიცია უკრაინულმა კომპანიამ „ეკოჯორჯიან გრუპმა“ განახორციელა, თანამედროვე სტანდარტების უცხოური წარმოების მანქანა-დანადგარებითაა აღჭურვილი. საწარმოს გახსნის ღონისძიებას საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის […]

აგრომარკეტი, უფასო, ფერმერი
აგრომარკეტი

უფასო აგრომარკეტი ფერმერებისთვის

აგროკავკასია აგრობიზნესის განვითარების მიზნით, ფერმერებს სთავაზობს მათი განცხადების უფასო განთავსებას რუბრიკაში “აგრომარკეტი” და საკუთარ რესურსებზე გავრცელებას. განცხადება შეიძლება ეხებოდეს: სოფლის მეურნეობის პროდუქტების ყიდვა – გაყიდვას, დარგთან დაკავშირებულ მომსახურებას, გადამუშავებას და ა.შ. განცხადების განსათავსებლად საჭიროა გამოგვიგზავნოთ: […]

აგრო სიახლეები

პირველი ოქტომბრიდან პოლიეთილენის პარკების მოხმარება იკრძალება

გარემოს დაბინძურების შემცირების მიზნით, 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია 2018 წლის 1 ოქტომბრიდან იკრძალება. პოლიეთილენის პარკების მოხმარება გლობალური მასშტაბის პრობლემას წარმოადგენს. მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, საგრძნობლად გაიზარდა პლასტიკისგან […]

ხორბალი, შავფხა, ლომთაგორა
აგრომარკეტი

იყიდება ხორბალი შავფხა და ლომთაგორა

იყიდება ხორბალი შავფხა (30%) და ლომთაგორა (70%) შერეული. მოყვანის მეთოდი: ბიოლოგიური მეთოდით მოყვანილი; მდებარეობა: თბილისი; რაოდენობა: 3 ტონა; ფასი – 1.2 ლარი; საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: 558205505 – ჯაბა ადგილზე მიწოდება – შეთანხმებით. *რედაქციას არ აქვს […]

რთველი
აგრო სიახლეები

კახეთში მევენახეების შემოსავალმა 145 მლნ ლარს მიაღწია

18 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 92 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა, მევენახეების შემოსავალმა 145 მლნ ლარს მიაღწია. რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, ანდრო ასლანიშვილის ინფორმაციით, კახეთში რთველი  კვლავ აქტიურ პროცესშია და  ყურძნის მოსავლის დაბინავება კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში  მიმდინარეობს. […]

კენკროვნები, კენკრა
აგრო სიახლეები

კენკროვანი კულტურების გაშენების შესაძლებლობების განხილვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი კვიპროსული კომპანიის K. Hamboullas & Son Ltd. თავმჯდომარეს, მარიოს ჰამბულას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში კენკროვანი კულტურების გაშენების მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის […]

აგრო სიახლეები

კამპანიას „დავასუფთავოთ მსოფლიო“ საქართველოც უერთდება

15 სექტემბერს, მსოფლიოში მილიონობით ადამიანი კამპანიაში „დავასუფთავოთ მსოფლიო“ ერთვება. ღონისძიებას უერთდება საქართველოც. 15 და 16 სექტემბერს, დასუფთავების მასშტაბური აქციები ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება. „შევამციროთ პლასტმასით დაბინძურება“ წლევანდელი წლის კამპანიის მოწოდებაა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის […]