ექსტენციის ეროვნული ფორუმი — საინფორმაციო გარღვევა?

108 Views Comment Off

სოფლის მეურნეობა მსოფლიოში ძალზედ სწრაფად პროგრესირებს. იმისთვის, რომ პროცესებს მივყვეთ, დიდად მნიშვნელოვანია საინფორმაციო-დინამიურად განვითარებადი სივრცის არესებობა და მისი ხელშეწყობა.

ახალი ტექნოლოგიების, ჯიშების, მცენარეთა დაცვის საშუალებების, აგრობიზნესის, აგროტურიზმის, მეცხოველეობის, მემცენარეობის, მებაღეობის, მეთევზეობის და ა.შ დარგების შესახებ ინფორმაციის მოპოვება ქართულ ენაზე მეტად პრობლემატურია.

წარმოება და მარკეტინგი 21 საუკუნეში წარმოუდგენელია ინფორმაციული უზრუნველყოფის გარეშე.

არის რამდენიმე საინფორმაციო საშუალება, მათ შორის „აგროკავკასია“, რომლებიც ცდილობენ თავისი წვლილი შეიტანონ სოფლის მეურნეობისა და სასოფლო დასახლებების განვითარების საქმეში, თუმცა დასამალი არ არის, რომ მხოლოდ საკუთარი ფინანსური უზრუნველყოფის პირობებში ძალიან გვიჭირს.

მოგეხსენებათ, 22-24 თებერვალს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ექსტენციის და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება საქართველოში“ (SEAS) ორგანიზებით, „ექსტენციის ეროვნული ფორუმი“ გაიმართა.

როგორც ფორუმის მსვლელობისას გამოიკვეთა, მისი მიზანი საქართველოში ექსტენციის სისტემის განვითარებაა. კერძოდ, ფერმერთა საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურების პოლიტიკის და სტრატეგიის შემუშავება.

ჩვენც აქ ვართ! საქართველოში სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის გაუმჯობესებას, პირველ რიგში ფერმერთა ინფორმირებისა და განათლების დონის ამაღლება სჭირდება!

აღსანიშნავია, რომ პროექტის „საქართველოში ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება“ (SEAS) ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტრეინინგი — „Train The Trainer”.

ეს არის მეტი კომუნიკაცია, ტრენერებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციის განვითარება, ინფორმაციის გადაცემის უნარის ამაღლება. გადამზადებული სპეციალისტები რეგიონებში საინფორმაციო- საკონსულტაციო სამსახურებთან ერთად, ფერმერებს მათთვის ასე საჭირო ცოდნის მიწოდებას დაიწყებენ.

ამ ყველაფერს, თუ მთლიანობაში შევხედავთ — დავინახავთ, რომ არის მცდელობა, აგობიზნესის განვითარებაში საინფორმაციო უზრუნველყოფამ — კუთვნილი ადგილი დაიკავოს.

წარმოება და მარკეტინგი ხომ, 21 საუკუნეში წარმოუდგენელია საიინფორმაციო უზრუნველყოფის გარეშე.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
გამოიყენეთ ბუნებრივი ანტიბიოტიკები — იყავით ჯამრთელი!
1246 Views

ხშირად გაციების ან სხვა საჭიროების გამო, აუცილებელი ხდება ანტიბიოტიკების გამოყენება. ეს კი იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და სასარგებლო ბაქტერიების განადგურებას. შესაძლებლობის ფარგლებში, კარგი იქნება თუ ქიმიურ საშუალებებს ბუნებრივით ჩაანაცვლებთ. წარმოგიდგენთ რამდენიმე

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ზეთისხილი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1309 Views

ზეთისხილი-ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან

სრულად
აგროკავკასია FB