ჰიმალაიური კედარი (ლათ. Cedrus deodara) დიდი ზომის ხეა, სიმაღლით 50 მეტრს აღწევს. მთებში ზღვის დონიდან 3500 მ სიმაღლემდე ადის.
ახალგაზრდა მცენარეთა ვარჯი პირამიდულია, ასაკოვნებისა კი – ფაშარპირამიდული (მეჩხერპირამიდული), ფართო და არათანაბრად განწყობილი ტოტებით.
ნორჩი ნაზარდის ტოტები გრძელი, წვრილი და დაბლა ჩამოშვებულია. წიწვები რბილია, ლეგა-მწვანე, 3-5 სმ სიგრძის, 30-ცალიან კონებად შეკრებილი.
გირჩები წაგრძელებულია, 7-10 სმ სიგრძის და 5-6 სმ სიგანის, ნორჩობაში – ლეგა-მწვანე, მოზრდილ ასაკში კი მოწითალო-ყავისფერი.
იყენებენ ურბანულ გამწვანებაში.
ზომა: ზომა 100 სმ.
ფასი: 15 ლარი.
საკონტაქტო ინფორმაცია
ეროვნული საშენი მეურნეობა
მისამართი: გარდაბნის რ-ნი, სოფელი სართიჭალა
(თბილისი – გომბორის გზატკეცილის 6 კმ)
ელ-ფოსტა: info@sanerge.com
საიტი (დაკლიკეთ): http://wla.gov.ge/ka/
*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან.
ისარგებლეთ მითითებული კონტაქტებით.