DCFTA ბარომეტრი — რამდენად კარგად იცით სურსათის უვნებლობის სტანდარტები?

261 Views Comment Off

2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა და 2014 წლის 18 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ იქნა „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება“, რომლის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“  შეთანხმება (DCFTA).

DCFTA მოიცავს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმს და იძლევა საქართველოსთვის ევროკავშირის შიდა ბაზრის გახსნის საშუალებას.

DCFTA გულისხხმობს როგორც საქონლით, ისე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას. გარდა ამისა, იგი მოიცავს ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრს, მათ შორის სურსათის უვნებლობას.

სურსათის უვნებლობის პრინციპების დაცვა ეხმარება ფერმერსა თუ გადამამუშავებელს:

  • მოიყვანოს და აწარმოოს უვნებელი სურსათი საფრთხეების თავიდან აცილების, აღმოფხვრის ან მათ მისაღებ დონემდე შემცირების გზით;
  • დოკუმენტურად დაადასტუროს ბაზარზე განთავსებული პროდუქტის უვნებლობა;
  • შეიმუშავოს მიკვლევადობის სისტემა, საჭიროების შემთხვევაში, პროდუქტის ბაზრიდან გამოწვევის შემთხვევებისთვის;
  • მოიზიდოს ახალი მომხარებლები, მათ შორის საერთაშორისო ბაზარზე და შეინარჩუნოს უკვე არსებული მომხმარებლები.

ჰოლანდიის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში «DCFTA-ის შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა სოფლის მეურნეობაში», შეიქმნა სახელმძღვანელო ნედლი ხილის, მეფუტკრეობისა და ბოსტნეულის სურსათის უვნებლობის სტანდარტების შესახებ.

ამასთანავე დამზადდა საინფორმაციო ვიდეო-რგოლები და DCFTA ბარომეტრი — პირველადი წარმოების, ცხოველური წარმოშობის პროდუქციისა და გადამამუშავებელი საწამოების მიმართულებით.

——

გამოსცადე შენი ცოდნა ბარომეტრით და გაიგე მეტი ევროკავშირში ექსპორტისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების შესახებ ამ სამი მიმართულებით:

——

მასალები დამზადებულია ორგანიზაცია ელვას მიერ ტრაქტორთან თანამშრომლობით, ჰოლანდიის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში «DCFTA-ის შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა სოფლის მეურნეობაში». პროექტის პარტნიორები არიან CNFA და კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი (IRAC).

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
გამოიყენეთ ბუნებრივი ანტიბიოტიკები — იყავით ჯამრთელი!
1254 Views

ხშირად გაციების ან სხვა საჭიროების გამო, აუცილებელი ხდება ანტიბიოტიკების გამოყენება. ეს კი იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და სასარგებლო ბაქტერიების განადგურებას. შესაძლებლობის ფარგლებში, კარგი იქნება თუ ქიმიურ საშუალებებს ბუნებრივით ჩაანაცვლებთ. წარმოგიდგენთ რამდენიმე

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ზეთისხილი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1309 Views

ზეთისხილი-ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან

სრულად
აგროკავკასია FB