ოქტომბერში FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი დაეცა, რაც მსოფლიოში რძის პროდუქტების ფასების შემცირებითაა გამოწვეული.
ოქტომბერში სურსათზე გლობალური ფასები შემცირდა. რძის პროდუქტებზე ფასები შემცირებულია 27%-ით, რითაც ოქტომბრის თვის ფასმა, რძის ნაწარმზე მიაღწია ქვედა ზღვრის მაქსიმალურს ნიშნულს 2011 წლიდან დღემდე.
გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სურსათის ფასების ინდექსი, სექტემბრის თვესთან შედარებით, 1,3 პუნქტით შემცირდა და ოქტომბერში 176.4 პუნქტი შეადგინა. რაც, წინა წელთან შედარებით ფასების 2,5 პროცენტით შემცირებას ნიშნავს.
რძის პროდუქტებზე, ფასების კლების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს იმპორტიორთა მხრიდან ამ პროდუქტების შესყიდვის შეჩერება წარმოადგენდა. იმპორტიორები კარაქსა და რძის ფხვნილის შემოდინებას ოკეანიის ქვეყნებიდან ელოდნენ, რის გამოც, გარკვეული პერიოდით შეწყვიტეს აღნიშნული პროდუქტის შეძენა.
ამ ფაქტს დაემატა ისიც, რომ მსოფლიოს მასშტაბით, რძეზე მოთხოვნა შემცირდა მომხმარებლებში, რამაც საბოლოოდ ფასების ვარდნის პროცესი გაძლიერა. რძის პროდუქტებზე ფასების კლება, მაისის თვეში დაიწყო და მაქსიმალურ ნიშნულს ოქტომბერში მიაღწია, რამაც საერთო ჯამში FAO-ს რძის ფასის ინდექსი 4,2%-ით შეამცირა.
FAO-ს ფასების ინდექსის თანახმად, შემცირებულია მცენარეული ცხიმის ფასებიც, რომელიც 1,1%-ით დაეცა სექტემბრის თვის შემდგომ. აღნიშნული კი პალმის, სოიოს, რაფსის და მზესუმზირის ზეთის ბიზნესის ზრდით არის განპირობებული.
რაც შეეხება მარცვლეულს, ახალი გათვლებით, მარცვლეულის წარმოება 2017 წელს გადააჭარბებს 2016 წელს წარმოებული მარცვლეულის ყველაზე მაღალ ოდენობას. ამავდროულად, იზრდება მსხვილმარცვლოვანი კულტურების მსოფლიო წარმოებაც, რასაც ხელს უწყობს ამ კულტურების აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში ფართოდ გავრცელება.