აშშ-ში წარმოებული სიმინდის 40% ბიოსაწვავის მისაღებად გამოიყენება

162 Views

შეერთებულ შტატებში წარმოებული სიმინდის 40% ბიოსაწვავის მისაღებად გამოიყენება. ბიოეთანოლის წარმოება ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა.

ამერიკელ ფერმერებს საკუთარი სიმინდის მოსავლის რეალიზაციის პრობლემა ნაკლებად უდგათ, რადგან მათ შეუძლიათ აგროპროდუქცია, ბიოეთანოლის (ეთანოლი-რომელიც მიღებულია მცენარეული ნედლეულის გადამუშავებით) მწარმოებელ ქარხნებს მიჰყიდონ.

ჯერ კიდევ 30 წლის წინ, ბიოეთანოლის ქარხნები უბრალოდ არ არსებობდა, ეხლა კი ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, აშშ-ს აგროსამრეწველო კომპლექსის განვითარებაში.

ბოლო 5 წლის განმავლობაში, აშშ აქტიურად ანხორციელებს ეთანოლის ექსპორტს ჩინეთში, ინდოეთში, ფილიპინებში და სხვა ქვეყნებში.

ამერიკელებისთვის ბიოსაწვავის წარმოება, ბევრ საკითხში მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, ეს უზრუნველყოფს ახალ სამუშაო ადგილებს აგრარულ სექტორში, გარდა ამისა იაფდება საწვავიც, ეთანოლის ბენზინში გარევით ერთ ლიტრ საწვავზე ფასი დაახლოებით 25 ცენტით მცირდება.

ბიოსაწვავის წარმოება მნიშვნელოვანია ეკოლოგიური თვალსაზრისითაც და მან შეიძლება მომავალში განსაკუთრებული ადგილი დაიკავოს — ორგანულ წარმოებაშიც.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
წითელი მოცვი — სამკურნალო თვისებები — ნაყენის და ნახარშის რეცეპტი
2152 Views

წითელი მოცვი მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეა, 25-30 სმ-ის სიმაღლის, მცოცავი ჰორიზონტალური ფესურით, რომელიც ნიადაგის ზედაპირულ

სრულად
აგროკავკასია FB