აირჩიე შენთვის სასურველი მდებარეობა და დაიწყე ნარჩენების დახარისხება

134 Views

2018 წლის იანვრიდან ქალაქ თბილისში უკვე 7 ადგილზე ფუნქციონირებს ნარჩენების დახარისხების კუთხე.

აღნიშნულ სტენდებთან მოსახლეობას შეუძლია მიიტანოს შემდეგი დახარისხებული ნარჩენი: ქაღალდი, შუშა, პლასტმასა და ალუმინი.

→ რა სახის ნარჩენს ეხება დახარისხება?

შესაძლებელია ოთხი ტიპის ნარჩენის განთავსება: ქაღალდი, პლასტმასა, შუშა და ალუმინის ქილა. ნარჩენების დახარისხებამდე დარწმუნდით, რომ ნარჩენი არის სუფთა: პლასტმასისა და ალუმინის ქილებში არ არის სითხე, ქაღალდი არ არის სველი და/ან ცხიმიანი.

→ რა გზას გადის ურნებში განთავსებული ნარჩენი?

ურნებში განთავსებული დახარისხებული ნარჩენების ტრანსპორტირებას გადამამუშავებელ კომპანიებში უზრუნველყოფს შპს „სუფთა სამყარო“.

დახარისხებული ნარჩენები გადამუშავდება სხვადასხვა საწარმოში და იქმნება ახალი პროდუქტები.

ქაღალდის ნარჩენის გადამუშავება ხდება ქვეყანაშივე, პლასტმასისა და ალუმინის ნარჩენი გადის ექსპორტზე, ხოლო შუშის ნარჩენის ნაწილი მუშავდება ქვეყანაში, ნაწილი კი გადის ექსპორტზე.

→ რატომ უნდა დავახარისხოთ ნარჩენი?

ნარჩენების დახარისხებითა და გადამუშავებით:

  • იზოგება ბუნებრივი რესურსი და გამომუშავდება ახალი პროდუქცია;
  • მცირდება ნაგავსაყრელების რაოდენობა;
  • იქმნება ახალი სამუშაო ადგილები.

→ სად მივიტანოთ ნარჩენი?

გადახედეთ ნარჩენების დახარისხების კუთხეების ლოკაციებს, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი მდებარეობა და დაიწყეთ რესურსების დაზოგვა.

ნარჩენების დახარისხების კუთხეების ადგილმდებარეობა:

  • ჰიპერმარკეტი გუდვილი, ფარნავაზ მეფის გამზირი;
  • სასტუმრო ძველი მეიდანი, სამღებროს ქუჩა № 9/11
  • გულუას ქუჩა № 6;
  • სავაჭრო ცენტრი ისთ ფოინთი, თვალჭრელიძის ქუჩა № 2;
  • ფაბრიკა, ნინოშვილის ქუჩა № 8;
  • GTC კარფური, ვეკუას ქუჩა № 3;
  • 54–ე საჯარო სკოლა, ფალიაშვილის ქუჩა № 59.
Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
წითელი მოცვი — სამკურნალო თვისებები — ნაყენის და ნახარშის რეცეპტი
2031 Views

წითელი მოცვი მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეა, 25-30 სმ-ის სიმაღლის, მცოცავი ჰორიზონტალური ფესურით, რომელიც ნიადაგის ზედაპირულ

სრულად
აგროკავკასია FB