2017 წელს სეს-ის მიერ განხორცილებული ვეტერინარული ღონისძიებები

126 Views

ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ახორციელებს ცხოველების უფასო ვაქცინაციას სხვადასხვა ინფექციური დაავადების საწინააღმდეგოდ.

2017 წელს ვაქცინირებულია: 

  • თურქულზე — 2,693,938 წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვი;
  • ჯილეხზე -1,075,832 მსხვილფეხა და წვრილფეხა პრუტყვი და კენტჩლიქიანი ცხოველი;
  • ცოფზე — 298,734 შინაური ბინადარი ცხოველი (ძაღლი და კატა);
  • ცხვრისა და თხის ყვავილზე — 814,246 წვრილფეხა პირუტყვი;
  • წვრილფეხა პირუტყვის ჭირზე — 323,742 წვრილფეხა პირუტყვი;
  • ნოდულარული დერმატიტზე — 286,219 მსხვილფეხა პირუტყვი;
  • ბრუცელოზზე — 234,158 მსხვილფეხა პირუტყვი;
  • ყირიმ — კონგოს ჰემორაგიული ცხელების საწინააღმდეგოდ  დამუშავებულია 7,381 სული მსხვილფეხა პირუტყვი და 1,414 ცხოველის სადგომი.

პარალელურად მიმდინარეობს ბრუცელოზის, თურქულის, წვრილფეხა პირუტყვის ჭირის და ცოფის სერომონიტორინგი (სისხლის ნიმუშების კვლევა). ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და ქვეყნის კეთილსაიმედოობისთვის ხორციელდება შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტები.

2017 წელს კახეთის რეგიონში სიღნაღის, დედოფლისწყაროს და თელავის მუნიციპალიტეტებში ცხოველთა გადასარეკ ტრასაზე აშენდა და ამოქმედდა 3 ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტი (ბიოუსაფრთხოების პუნქტი).

მათი ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით სულ ფუნქციონირებს 5 პუნქტი (2 ქვემო ქართლის რეგიონში, რუსთავის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში), სადაც ხორციელდება ცხოველების გადარეკვაზე ვეტერინარული ზედამხედველობა და მათი უფასოდ დამუშავება პარაზიტების საწინააღმდეგოდ.

2017 წელს დამუშავდა 6,844 მსხვილფეხა და 368,755 წვრილფეხა პირუტყვი.

2017 წელს ცხოველთა იდენტიფიკაცია რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში იდენტიფიცირებულია: 311,758 სული მსხვილფეხა და 95,957 წვრილფეხა პირუტყვი.

მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებულია: 432 305 მსხვილფეხა, 109,333 წვრილფეხა პირუტყვი და 62,845 სადგომი.

ცხოველთა პასპორტიზაციის პროგრამის ფარგლებში, 236,348 ბრუცელოზზე აცრილ მსხვილფეხა საქონელზე გაიცა შესაბამისი პასპორტი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გატარებული ვეტერინარული ღონისძიებების შედეგად 2017 წელს ექსპორტირებულია 361,711 ცხვრის დაკლული ტანხორცი, რაც წინა წლის მაჩვენებლს (50 709) 7-ჯერ აღემატება.

„2017 წელსაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განახორციელა მნიშვნელოვანი ვეტერინარული ღონისძიებები, მათ შორის პროფილაქტიკური ვაქცინაცია სხვადასხვა დაავადებების საწინააღმდეგოდ, ასევე ნიმუშების აღება და მათი ლაბორატორიული კვლევა.

შედეგად ქვეყანაში შენარჩუნდა სტაბილური ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა, კერძოდ მნიშვნელოვნად არის შემცირებული სხვადასხვა ზოონოზური დაავადებების გამოვლინების მაჩვენებელი, როგორც ცხოველებში, შესაბამისად ადამიანებშიც.

სააგენტოს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად მსოფლიო ბაზარზე გაზარდა მოთხოვნა ქართულ პროდუქციაზე, კერძოდ 2-ჯერ არის გაზრდილი ცხვრის ექსპორტი საქართველოდან.

მათ შორის მნიშვენლოვნად მოიმატა დაკლული ტანხორცის ექსპორტმა, რაც იმას ნიშნავს რომ ადგილზე შეიქმნა დამატებითი ღირებულება და მეტი შემოსავალი მიიღო ქვეყანამ“-განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა ავალიანმა.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ორგანული (ბიო, ეკო) პროდუქტების ერთობლივი შესყიდვები
1098 Views

ორგანული (ბიოლოგიურად სუფთა) პროდუქტების პოპულარობის ზრდის ფონზე, იზრდება ადგილობრივ ფერმერებთან პირდაპირი კავშირების საჭიროება. ხშირად მომხმარებელისთვის ძნელია ინფორმაციის მოპოვება სხვადასხვა პროდუქტზე, გარდა ამისა სიძნელეს ქმნის რაოდენობაც. თუ მომხმარებელს, გარკვეული

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ქლიავი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
172 Views

ქლიავი (Prunus domestica) – სამკურნალოდ გამოიყენება ნედლი ნაყოფი, ფოთოლი და ჩირი. თავისი კვებითი ღირებულების წყალობით, ქლიავი ნერვულ სისტემას ამაგრებს და ტვინის მუშაობას აუმჯობესებს. ორგანიზმს წმენდს და მის ვიტამინურ მარაგს ავსებს. ქლიავი თავისი დიდებული ბიოლოგიური თვისებებით ფართოდ

სრულად
აგროკავკასია FB