როგორ ვაწარმოოთ ბიომასის ბრიკეტები – შეშის საუკეთესო ალტერნატივა

1536 Views Comment Off

ბიომასის ბრიკეტი – შეშის საუკეთესო ალტერნატივა

სათბობ რესურსებზე მოთხოვნა მოსახ­ლეობის ზრდასთან ერთად სულ უფრო იზრდება. ოჯახების მიერ შეშის მოხმა­რება მნიშვნელოვნად მეტია იმ ოდენო­ბასთან შედარებით, რომლის გაცემაც ჩვენს ტყეებს შეუძლია.

რა არის ბრიკეტი ?

ბიომასის ბრიკეტი დაპრესილი, ძირი­თადად, აგურისებური ან ცილინდრული ფორმის მყარი ბიოსაწვავია. იგი მზად­დება გამომშრალი ხის ნაფოტების, ტყისა და სოფლის მეურნეობის ნარჩე­ნებისაგან.

ბრიკეტის მწარმოებლები ბიომასას აგ­როვებენ და აქუცმაცებენ, რათა გაად­ვილდეს მათი შემდგომი დამუშავება. დაქუცმაცებული ბიომასა იწნეხება მაღა­ლი წნევის ქვეშ წებოს ან ყოველგვარი სხვა ხელოვნური დანამატების გარეშე.

ბრიკეტების მოხმარებით ხელს ვუწყობთ კლიმატის ცვლილების პროცესის შერბი­ლებას, ტყის ეკოსისტემის შენარჩუნებას და ვამცირებთ დანახარჯებს გათბობასა და საჭმლის მომზადებაზე.

ბრიკეტების გამოყენება შესაძლებელია საქართველოში გავრცელებული ნების­ მიერი ტიპის შეშის ღუმელში, რაც და­დებითი ფაქტორია ტრადიციული საშეშე მერქნის ჩასანაცვლებლად.

ბრიკეტის უპირატესობები

→ ბრიკეტებს უფრო მაღალი კალორიუ­ლობა და ენერგიის შემცველობა აქვს (5 კვ/სთ ერთ კილოგრამზე) ვიდრე იმავე წონის შეშას.

→ მოცულობებს თუ შევადარებთ, ბრიკე­ტების სარგებელი უფრო ცხადი გახდება. ერთი კუბური მეტრი ბრიკეტის შეძენით თქვენ ბევრად მეტ ენერგიას მიიღებთ შე­შასთან შედარებით.

→ ერთ მ3 შეშის კალორიულობა 1,000 კვ/სთ-ია, ერთი მ3 ბრიკეტისა კი 5,500 კვ/სთ!

→ მაღალი ენერგოსიმჭიდროვის გამო ბრიკეტი მოცულობით მცირეა, ამიტომ შეშათან შედარებით მისი ტრანსპორტი­რება უფრო მარტივია.

→ ტენიანობის შემცველობა ბრიკეტში და­ ახლოებით 8-12 პროცენტია, რის გამოც უფრო სუფთად და ეფექტიანად იწვის ნაკლებია კვამლი და ფერფლი.

→ ბრიკეტის წვისას გამოიყოფა ზუსტად იმ რაოდენობის ნახშირორჟანგი, რამდენსაც შთანთქავენ ხეები ზრდის პროცესში ფო­ტოსინთეზის შედეგად, მაშინ, როცა შეშა ბევრად მეტ ნახშირორჟანგს გამოყოფს.

როგორ ვაწარმოოთ ბიომასის ბრიკეტები

ბიომასის ბრიკეტი დაპრესილი, ძირითადად, აგურის ან ცილინდრული ფორმის, მყარი ბიო­ საწვავის სახეობაა. იგი მზადდება როგორც მერქნის მასალისაგან, ასევე სასოფლო- სამეურნეო ნარჩენისაგან.

ბიომასისაგან ბრიკეტების წარმოების სწორად დაგეგმილი და წარმართული ბიზნესი მომგებიანია ყველასთვის – მეწარმისათვის, მომ­ ხმარებლისა და, მთლიანად, ქვეყნისათვის.

ეტაპი 1 – ბიომასის შეგროვება

პირველ ეტაპზე ხდება მოსახლეობისათვის გამოუსადეგარი ბიომასის შეგროვება. წარმო­ების უმნიშვნელოვანესი ნაწილია ბიომასის ხარისხის კონტროლი.

რა არ უნდა მოხვდეს ბიომასაში

ბრიკეტი

ზემოთ ჩამოთვლილი მასალის მოხვედრა დამქუცმაცებელ მანქანაში ყოველთვის უნდა ავიცილოთ თავიდან, რომ არ მოხდეს ხელ­საწყოს დანების ცვეთა.

მასალები ბიომასისთვის

ბრიკეტი

ლიქენების, ხავსების ან შემპალი ხის არსე­ ბობა დასაშვებია, რადგან წარმოების პრო­ცესში მოხდება მათი გაშრობა და ტენიანობის მინიმუმამდე დაყვანა. სასურველია, რომ ბიომასაში მაღალი იყოს წიწვოვანი და წიფლის ხეების მერქნის შემცვე­ლობა.

ეტაპი 2 – ბიომასის დაქუცმაცება

სპეციალური დანადგარი ამცირებს ბიომასის ზომას. დამქუცმაცებელ მანქანას აქვს მბრუ­ნავი ცილინდრისებური ნაწილი, რომელზეც დამაგრებულია დანები. დანები მანამ ანაწევ­რებენ ბიომასას, სანამ ნაწილაკები ფილტრში ჩაცვივდებიან.

ეტაპი 3 – დაქუცმაცებული ბიომასის ტრანსპორტირება გასაშრობ კონტეინერში

დაქუცმაცებული ბიომასა ტრანსპორტიორის ლენტის საშუალებით გადადის საშრობ კონტე­ ინერში და აქვე ერევა ნახერხი. ნახერხის გამოყენება მნიშვნელოვანია ბრიკეტების შესაკვრელად. იმისათვის, რომ ბრიკეტებს გა­მოკვეთილი ფორმა და კიდეები ჰქონდეთ, სასურველია, მინიმუმ, 30% ნახერხის დამატება. ბრიკეტის წარმოება, ასევე, შესაძლებელია მხოლოდ ნახერხის გამოყენებით.

ეტაპი 4 – გაშრობა ეს ეტაპი ყველაზე მნიშვნელოვანია!

გაშრო­ბამდე ტენიანობის საზომით უნდა გაიზომოს წყლის შემცველობა დაქუცმაცებულ ნედლე­ულში, ისევე, როგორც ნახერხში. გაშრობის შემდეგ ტენიანობის შემცველობა დაქუცმაცებულ ბიომასაში უნდა იყოს მაქსიმუმ 10-12 %.

გაითვალისწინეთ !!! დამქუცმაცებელ მანქანაში მოხვედ­რილი ბიომასა არ უნდა იყოს ძალიან სველი. დამქუცმაცებელი მანქანის გამოყენე­ ბამდე აუცილებელია ინსტრუქციის დეტალური შესწავლა. არასწორმა გამოყენებამ, შესაძლოა, ფატალური შედეგი გამოიწვიოს!

ეტაპი 5 – დაპრესვა

ყოველ ჯერზე პასუხისმგებელმა პირმა უნდა იპოვოს ბალანსი წნევის ძალას, ბიომასის ხარისხსა და ბრიკეტის ხარისხსს შორის. თუ დაპრესვის შემდეგ მიღებული ბრიკეტი სკდება, სავარაუდოდ, მაღალი წნევა იყო გამოყენებული. საწარმოს თანამშრომლები უნდა დააკვირდნენ აგრეთვე ბრიკეტის წვის ხარისხს. თუ ბრიკეტი წვისას არ იშლება, შე­საძლოა, მასალა ზედმეტად მაღალი წნევის ქვეშ დაიპრესა. თუ ბრიკეტის წვის პროცესი ხანმოკლეა და პროდუქტი მალე იშლება, რე­კომენდებულია, ოდნავ მოვუმატოთ წნევას.

ეტაპი 6 – ბრიკეტების შენახვა და შეფუთვა

სასურველია, ბრიკეტები წარმოებიდან 2-­3 დღეში შეიფუთოს. პროდუქცია ერთ თვეზე მეტ ხანს არ უნდა დარჩეს შეუფუთავი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრიკეტები ჰაერიდან შეიწოვენ ტენს და დე­ფორმირდებიან. წარმოებისთანავე ბრიკეტების შეფუთვის შემ­თხვევაში კი ხელს შევუწყობთ კონდენსაციის პროცესს შესაფუთ მასალაში.

კონვეირის ზოგადი სქემა

ბრიკეტი

რა უნდა ვიცოდეთ ბრიკეტის გამოყენებამდე

→ არ შეუკეთოთ ღუმელში მხოლოდ ბრიკეტები, მით უმეტეს, დიდი რაოდენო­ბით, ამით, შესაძლოა, ღუმელი დააზი­ანოთ, ვინაიდან ბრიკეტი ბევრად მეტ სითბოს გამოყოფს, ვიდრე შეშა!

→ მხოლოდ ბრიკეტებით ცეცხლის დან­თება რთულია. გირჩევთ ღუმელი ჩვე­ულებისამებრ გაახუროთ და ბრიკეტი შემდეგ დაუმატოთ.

→ მნიშვნელოვანია წვის კონტროლი ღუ­მელში ჰაერის შედინების რეგულირე­ბით და ნელი, თანდათანობითი წვის პროცესის შენარჩუნებით.

→ ბრიკეტები გამოსცემენ სითბოს ხანდა­ხან იმაზე სწრაფად, ვიდრე საჭიროა, შესაბამისად, რეკომენდებულია, გამოიყენოთ სპეციალური ღუმელი, რომელ­საც შეუძლია სიმხურვალის შენახვა-წვის პროცესში.

environment.cenn.org

იხილეთ ბრიკეტირების მარტივი დაზგის პრინციპის სქემა: ბრიკეტი — ეკოლოგიურად სუფთა საწვავი საშუალება

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ქლოროფიტუმი საუკეთესო მცენარეა ოთახში ჰაერის გასაწმენდად
522 Views

ქლოროფიტუმი (ლათ. Chlorophytum, ინგ. Spider plant) საკმაოდ უპრეტენზიო მცენარეა, მისი მოვლა მოყვარულ მებაღესაც არ გაუჭირდება, ამასთან ის საუკეთესოა ოთახში ჰაერის გაწმენდის თვალსაზრისით. მეცნიერები ოთახში ჰაერის გასაწმენდად სხადასხვა ცდებს და კვლევებს ატარებდნენ. მაგ. სპეციალურ კამერაში (მცირე

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ხეშავი (Rhamnus cathartica) — სამკურნალო მცენარე
1376 Views

ხეშავი ძლიერ დატოტვილი ბუჩქიანი პატარა ხეა ხეჭრელისებთა ოჯახიდან, სიმაღლით 8 მ-მდე მისი დაბრეცილი ტანი დაფარულია შავი ფერის ხაოიანი დახეთქილი კანით, რომელიც ფენა-ფენად ძვრება. ტოტები ეკლიანი აქვს. ახალგაზრდა ტოტებზე ქერქი მოწითალო-ყავისფერია, პრიალა. ყუნწიანი ფოთლები

სრულად
აგროკავკასია FB