ქართული თხილი მსოფლიო ბაზარზე – 2015 – 2020 წლების პროგნოზები

111 Views Comment Off

სასტუმრო თბილისი მერიოტში რიგით მეორე ეკონომიკური ფორუმი „ქართული თხილი მსოფლიო ბაზარზე – გამოწვევები და პროგნოზები 2015 – 2020“ გაიმართა. ფორუმი ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზის „დოქტრინას“ და კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

ფორუმზე „დოქტრინას“ დირექტორმა მიხეილ დუნდუამ  დამსწრე საზოგადოებას უახლესი კვლევის შედეგები წარმოუდგინა. პრეზენტაციაში წარმოდგენილი იყო ქართული თხილის საექსპორტო პოტენციალი და საექსპორტო შემოსავლების საპროგნოზო ანალიზი 2015 – 2020 წლებისთვის.

კვლევის ავტორებმა პროგნოზირება აპრობირებული, PERT მოდელირებით მოახდინეს, შედეგები 95%-იანი სანდოობით სარგებლობს და გვიჩვენებს, რომ 2019 წლისთვის თხილის წარმოებიდან მიღებული შემოსავალი არ იქნება  289 მილიონ აშშ დოლარზე ნაკლები და 391 მილიონ აშშ დოლარზე მეტი. მეორე პროგნოზმა აჩვენა, რომ 2020 წლისათვის შემოსავალი იქნება  $424 მილიონიდან $ 308 მილიონამდე.

ფორუმზე წარმოდგენილმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს ნაჭუჭგაცლილი თხილის  ექსპორტის განსაკუთრებული ზრდა 2013 წელს დაფიქსირდა, ეს მაჩენებელი კი 2012 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაორმაგებულია.  იგი გაიზარდა 79 მილიონი დოლარიდან 161 მილიონ დოლარამდე.   საქართველოდან ნაჭუჭგაცლილი თხილის ექსპორტი ძირითადად სუფთა ექსპორტის კატეგორიას მიეკუთვნება და მისი რეექსპორტის კომპონენტი უმნიშვნელოა. რეექსპორტის ყველაზე მაღალი დონე  2013 წელს 545 ათასი დოლარი იყო, იქამდე კი 2012 წელს 66 ათასი დოლარი დაფიქსირდა.

კვლევამ აჩვენა, რომ მსოფლიო ექსპორტში ქართული წილის ზრდა განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო 2008-2013 წლებში, აღნიშნულ პერიოდში ქართული თხილის გულის ექსპორტის წილი მსოფლიო ექსპორტში 2,8 % – იდან 10,8%-მდე გაიზარდა. ეს კი 4-ჯერ გაზრდილი მაჩვენებელია.

აღსანიშნავია ის, რომ საქართელო მსოფლიოში ნაჭუჭგაცლილი თხილის ექსპორტის მიხედვით, თურქეთის შემდეგ მეორე ადგილს იკავებდა, თხილის გულს მსოფლიო ექსპორტის 10,8 % უჭირავს ( 2013 წლის მონაცემებით), რაც მისი ისტორიული მაქსიმუმია.

შეხვედრას ესწრებოდნენ ექსპერტები ეკონომიკის დარგში, აღნიშნული საკითხით დაინტერესებული პირები და კერძო მეწარმეები. ფორუმის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც აღნიშნული პროგნოზების რეალობაზე იმსჯელეს, კერძო მეწარმეებმა კი სტუმრებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზის, „დოქტრინას“ დირექტორი მიხეილ დუნდუა: „შეხვედრაზე მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი კვლევის პრეზენტაცია, ჩვენ გვქონდა პროგნოზები 2019-2020 წლებისათვის შემოსავლების საერთო რაოდენობასთან დაკავშირებით და მივიღეთ ის, რომ 2019 წლისთვის თხილის წარმოებიდან მიღებული შემოსავალი არ იქნება  289 მილიონ აშშ დოლარზე ნაკლები და 391 მილიონ აშშ დოლარზე მეტი. ეს ძალიან სასიხარულო ინფორმაციაა იმდენად, რამდენადაც დარგის განვითარების მაუწყებელია და ამასთანავე, ქვეყნის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების წინაპირობაა, განსაკუთრებით რეგიონებისთვის.

შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რომლებიც ამ დარგის ირგვლივ არსებობს,აუცილებელია მეწარმეების მეტი ინფორმირებულობა, თუ როგორ და რა სტანდარტებით უნდა მოხდეს თხილის წარმოება იმისთვის, რომ თავი ავარიდოთ თხილის უკან დაბრუნებას. ჩვენ საწმუხაროა მაგრამ, ამის ყველაზე დიდი პრეცედენტი უკვე გვქონდა 2012 წელს, როდესაც 22 ათასი კილოგრამი თხილი დაგვიბრუნეს. ამასთანავე, საჭიროა სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი აუთვისებელი ტერიტორიების ათვისება და მათი გამოყენება. ჩვენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კიდევ გვექნება შეხვედრები, სადაც შემდგომში ჩამოვაყალიბებთ სტრატერგიასა და რეკომენდაციებს.“

ექსპერტი ირაკლი ზარქუა:  დღევანდელმა შეხვედრამ საკმაოდ ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა. ჩვენ ვსაუბრობდით თხილის ექსპორტსა და სამომავლო გეგმებზე. გამოიკვეთა ის, რომ ეს დარგი განვითარდა სახელმწიფოს ყოველგვარი დახმარების, ხელშეწყობის ან სუბსიდირების გარეშე. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით დარგები, სადაც სახელმწიფომ დიდი რაოდენობის თანხები გამოყო ბიუჯეტიდან, თუმცა შედეგები რეალურად არ ყოფილა სახარბიელო. თხილის ექსპორტს აქვს საკმაოდ მზარდი დინამიკა, მიუხედავად იმისა, რომ ის სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად განვითარდა, მას მაინც სჭირდება დახმარება. გამოვყოფ რამდენიმე გზას: პირველი, მან აუცილებლად უნდა მოახდინოს ბაზრის დივერსიფიცირება, დაეხმაროს გლეხებს, რომ შეწამლონ ნერგები, რაც პირდაპირ გააორმაგებს შემოსავლის რაოდენობას  და ბოლოს, მან უნდა იბრძოლოს მონოპოლიების წინააღმდეგ. ვფიქრობ, რომ სწორედ ეს სამი მთავარი პირობა უნდა შეასრულოს სახელმწიფომ, დანარჩენი, კი როგორც აღვნიშნე, ამ დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე სახელმწიფოს ჩაურევლადაც მოგვარდება.“

შ.პ.ს „ქესქას“ აღმასრულებელ დირექტორი, მარიკა კოდუა:  „მსგავსი შეხვედრები საკმაოდ კარგია იმიტომ, რომ ხდება დამსწრე საზოგადოებას შორის აზრების გაცვლა. ძალიან კარგია ამასთანავე, ისიც რომ დაესწრნენ ექსპერტები, რადგან ბაზარი ვითარდება და ინერგება ახალი ტექნოლოგიები, რის შესახებაც ინფორმაცია ჩვენ, კერძო მეწარმეებს ხშირად არ მოგვეწოდება. მაგალითისთვის, დღევანდელ შეხვედრაზე მივიღეთ რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ დავნერგოთ ინფრაწითელი სხივებით თხილის გაშრობა, რაც საკმაოდ ეფექტური და აპრობირებული მეთოდი ყოფილა.

ჩვენი უპირველესი საზრუნავი არის ის, რომ ექსპორტში დავიკავოთ პირველი ათეული, რისთვისაც საჭიროა წარმოების ხარისხის გაუმჯობესება. ხარისხი გაუწევს სწორედ დიდ წინააღმდეგობას ჩვენი ქვეყნის ისეთ კონკურენტს, როგორიცაა მაგალითად თურქეთი.  ძალიან მოხარული ვარ მსგავსი ფორმატის ფორუმების, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავიგოთ ან გავუზიაროთ ერთმანეთს სიახლეები აღნიშნულ დარგში.“

ნათია კეკენაძე
ttimes.ge

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3204 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალუბალი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
166 Views

ალუბალი (ლათ. Prunus cerasus) – ფართოდ გავრცელებული მცენარეა. მისი ნაყოფი შეიცავს 17,5% შაქრებს 08-2,7% ორგანულ მჟავებს, 0,2% მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს: A, B, C, PP.

სრულად
აგროკავკასია FB