ინოვაციების ბანაკის ქართველმა მონაწილეებმა მენტორებისგან გრანტი მიიღეს

10 Views Comment Off

სამი ახალგაზრდა ქართველი გამომგონებელი სამეცნიერო საქმიანობის პროცესში, დუბაის აქსელერატორ TURN 8-სგან ყოველთვიურ ფინანსურ მხარდაჭერას და მენტორშიპს მიიღებს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გახდა ცნობილი, რომელზეც კომპანიის წარმომადგენლები მრჩეველების სტატუსით იყვნენ მიწვეულნი.

«საქართველოს ძალიან ბევრი ახალგაზრდა ნიჭიერი გამომგონებელი ჰყავს. ჩვენ ბანაკის მონაწილეებთან ერთად 5 დღე გავატარეთ და შემიძლია გითხრათ, რომ ისინი ამ სფეროში ნამდვილად ძალიან ძლიერები არიან. მონაწილეების მონდომებამ და ცოდნის დონემ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე, რომ სპონტანურად გადავწყვიტეთ ერთ-ერთ გუნდს ფინანსურად დავუჭიროთ მხარი.

მათ TURN8-ის წინაშე არანაირი ვალდებულება არ აქვთ, გარდა ჩემი პირადი თხოვნისა, რომ სკოლა წარმატებით დაასრულონ. ისინი სასურველ პროექტებზე და ტექნოლოგიებზე თავისუფლად განაგრძობენ მუშაობას. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მათი წარმოსახვა არ შევზღუდოთ. მე მჯერა, რომ მათგან კიდევ უფრო დიდ წარმატებებს უნდა ველოდეთ», – განაცხადა ინოვაციების მართვისა და ოპერირების საკონსულტაციო ჯგუფის, Innovation 360-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, აქსელერატორ TURN8 -ის თანადამფუძნებელმა, კამალ ჰასანმა.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავჯდომარის, ირაკლი ქაშიბაძის თქმით კი, ქართველი გამომგონებლები უცხოელ პროფესიონალებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ.

«ჩვენ ვამაყობთ ჩვენი გამომგონებლებით. ისინი ასაკის მიუხედავად, უკვე დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ საერთაშორისო პროფესიონალებზე და აქვთ შესაძლებლობა, პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე გაიტანონ. ახალგაზრდა, ნიჭიერი თაობა საქართველოს მომავალია. ჩვენ გვჯერა მათი წარმატების და მზად ვართ, მათ მხარი დავუჭიროთ ინოვაციური ბიზნესის განვითარების ყველა ეტაპზე», – განაცხადა ირაკლი ქაშიბაძემ.

bpn.ge

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3350 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
წაბლი (Castanea Sativa Mill) სამკურნალო მცენარე
2056 Views

წაბლი — წიფლისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. წაბლი ერთ-ერთი მაღალი, 35 მ-მდე სიმაღლის ხეა, დიამეტრი კი საშუალოდ 1 მეტრამდეა, მაგრამ არც თუ იშვიათია 1,5 მ

სრულად
აგროკავკასია FB