გამოკითხვა – სარგებლობთ თუ არა აგრო პროგრამებით და სერვისებით

116 Views

„აგროკავკასია“-მ ჩაატარა ჩაატარა გამოკითხვა: სარგებლობთ თუ არა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამებით და სერვისებით.

გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1300-მა მოქალაქემ.

გამოკითხვა ეხებოდა პროგრამებს:

  • აგროსესხი;
  • აწარმოე საქართველოში;
  • აგროდაზღვევა;
  • დანერგე მომავალი;
  • კოოპერაცია
  • მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა.

და სერვისებს:

  • შპს მექანიზატორი
  • სოფლის მეურნეობის ლაბორატორია.

გამოკითხვის მონაწილე შეზღუდული არ იყო პასუხების რაოდენობაში, ანუ მას შეეძლო მოენიშნა ყველა პროგრამა და სერვისი, რომლითაც სარგებლობდა.

გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ დასახელებული პროგრამებით და სერვისებით არ სარგებლობს, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი – 55%, (710 ხმა).

დანარჩენი ხმები ასე გადანაწილდა:

  • აგროსესხი 16% (214 ხმა);
  • შპს მექანიზატორი 12% (153 ხმა);
  • აწარმოე საქართველოში 11% (146 ხმა);
  • მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშ. 6% (80 ხმა);
  • აგროდაზღვევა 6% (78 ხმა);
  • დანერგე მომავალი 6% (75 ხმა);
  • კოოპერაცია 5% (68 ხმა);
  • სოფლის მეურნეობის ლაბორატორია 5% (66 ხმა).

იხ. ცხრილი

gamokitkhva_agrokavkasia_37346544400001191204

In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
თქვენი რეკლამა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB