შვეიცარიული კომპანიის Eurolactis და ტექნოლოგ ბეატრის ფარნეროდის თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა შოკოლადი, რომლის ერთ-ერთი ინგრედიენტი ვირის რძეა.
შოკოლადმა მიიღო დასახელება Quartier des Ânes, იგი შეიძლება ითარგმნოს როგორც „ვირების რაიონი“.
ამ დასახელებას თავისი ისტორია აქვს, ამის შესახებ ისაუბრა კომპანია Eurolactis-ის დამფუძნებელმა პიერ ლუიჯი ორნეზუმ, რომელიც ვირის რძის გაყიდვითაა დაკავებული.
„ჩვენი ოფისი, 200 მეტრითა დაშორებული Fornerod -ის ქარხნიდან, როდესაც მე ქალაქის არქივებს ვეცნობოდი, აღმოჩნდა, რომ ამ ადგილს „ვირების რაიონი“ ეწოდებოდა. ზუსტად აქ XIX საუკუნეში ვირის რძის გადამამუშავებელი ქარხანა იყო, ამიტომ ავირჩიეთ ჩვენი შოკოლადისთვის ეს სახელი“-თქვა ორნეზუმ.
ახალი შოკოლადი მთლიანად ექსკლუზიურია, დაწყებული შემადგენლობით, დამთავრებული დიზაინით.
ეს არის პირველი შემთხვევა შვეიცარიული შოკოლადის ისტორიაში, როდესაც წარმოებისთვის გამოყენებული არ არის ძროხის რძე.