ახალგაზრდა ფერმერი ქალის მწყერების ფერმა ახმეტაში

1101 Views

სოფლად კატასტროფიული დემოგრაფიული მდგომარეობის ფონზე, უდიდესი მნიშვნელობა აქვს შემოსავლის წყაროს.

ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის შერჩევა და მისი წარმოება, არსებული არასახარბიელო სიტუაციიდან გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

მწყერის მოშენება ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა, გამოზრდის საწარმოო ციკლი განისაზღვრება მოკლე პერიოდით, რის შედეგადაც საქმიანობაში ჩადებული ძირი თანხის დაბრუნება მოგებით შესაძლებელია 6-7 თვეში. მწყერი გამოჩეკვიდან 2–3 თვეში აღწევს ზრდასრულ ასაკს, ხოლო კვერცხდებას იწყებს 2 თვის ასაკიდან.

მისასალმებელი და იმედისმომცემია როდესაც ახალგაზდები ერთვებიან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში.

დღეს, საკუთარი ბიზნესის შესახებ გვესაუბრება ახალგაზრდა, 26 წლის ფერმერი ნინო მელქუაშვილი.

„მწყერის მოშენების იდეა რამდენიმე თვის წინ გამიჩნდა. შევიძინე ინკუბატორი და დავიწყე მწყერის კვერცხის მოძიება,

პირველად დავიწყე 50 მწყერით რადგან პატარა ინკუბატორი მაქვს. ავაშენეთ შენობა და გავაკეთეთ გალიები ამაში კი  დამეხმარნენ ოჯახის წევრები.

ახლა მყავს 300 მწყერი ფარაონის ჯიში ასევე ტეხასური ბროილერი.

სოფელში მოთხოვნილება არც თუ ისე დიდია რადგან  ხალხმა კარგად არ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ, თუმცა მოთხოვნილება რესტორნებში ძალიან დიდია.

რაც შეეხება მათ კვებას, ერთ მწყერს უნდა დღეში 30 გრამი საკვები,ანუ სამჯერ ვაჭმევთ ათ ათ გრამს, მოზარდს ვაჭმევთ სიმინდის ღერღილს ხოლო კვერცხის მდებელებისთვის არის ცალკე საკვები რომელშიც არის მინარევები.

ბევრი რამე მათი გაზრდის შესახებ შევიტყვე ინტერნეტით რასაც პრაქტიკაში ვიყენებ. ფერმაში ასევე არის 12 მოზრდილი ხოხობი მანჯურული და რუმინული,ასევე 2 ფარშევანგი.

ვფიქრობ სოფელში ფრიად შემოსავლიანი საქმიანობა იქნება და ჩემს ფერმას დიდი პოტენციალი ექნება.

ვგეგმავ დიდი ინკუბატორის შეძენას და კიდევ უფრო გაფართოვებას“-ამბობს ახალგზარდა ფერმერი.

ნინო მელქუაშვილის მწყერების ფერმა ახმეტის რაიონში (სოფელი ქისტაური) მდებარეობს, წარმატებას ვუსურვებთ ქალბატონ ნინოს!

97Shares
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
უფასოდ
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB