ტოკიოში გამოფენა „საქართველო ღვინის სამშობლო“ დასრულდა

94 Views

ტოკიოში, საგამოფენო ცენტრში  „Terrada Warehouse” გამოფენა „საქართველო ღვინის სამშობლო“ დასრულდა. გამოფენამ, რომელიც ამავე სახელწოდების პროექტის ფარგლებში იაპონიის დედაქალაქში ორი თვე მიმდინარებდა,  ათასობით იაპონელ დამთვალიერებელს უმასპინძლა.

იაპონელებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ქართული ღვინო და მისი ისტორია, რომელიც 8000 წლის წინ დაიწყო. ექსპოზიცია აერთიანებდა უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებს; კონცეფცია გულისხმობდა ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის თანამედროვე ტექნოლოგიებით წარმოჩენას.

გამოფენის „საქართველო ღვინის სამშობლო“ დახურვა საზეიმო მიღებით აღინიშნა.

„2014 წელს უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო პროექტის „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა“ განხორციელება დავიწყეთ. ოთხწლიანი მუშაობის შედეგად, კვლევამ დაადასტურა, რომ ღვინის სამშობლო სწორედ საქართველოა და რომ სწორედ ჩვენ ვართ ის ქვეყანა, სადაც ვაზი პირველად მოაშინაურეს. საერთაშორისო დონეზე ღვინის სამშობლოდ აღიარებამ, მევენახეობა-მეღვინეობის 8000 წლიანმა უწყვეტმა ისტორიამ საქართველოსადმი ინტერესი მნიშვნელოვნად გაზარდა. იაპონელები ტრადიციებს განსაკუთრებულ პატივს სცემენ; შესაბამისად, გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილმა უნიკალურმა არტეფაქტებმა და ყველაზე დიდი ხნის ისტორიის ქართულმა ღვინომ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი პროექტი საკუთარ მიზანს – მოახდინოს ქართული ღვინის პოპულარიზაცია და სულ უფრო მეტად მზარდი გახდეს მასზე მოთხოვნა მსოფლიოს მნიშვნელოვან ბაზრებზე – აღწევს“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ გამოფენის მნიშვნელობის შეფასებისას.

ტოკიო, გამოფენა

გამოფენის დახურვისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ვახშამი ქართული ტრადიციით გაიმართა. ქართულ სუფრას პირველმა ქართველმა ოძეკმა, ტოჩინოშინმა უხელმძღვანელა. სტუმრებმა თამადობის ინსტიტუტის ისტორიაზე და მის მნიშვნელობაზე  მიიღეს ინფორმაცია. საზეიმო მიღებაზე ქართული მრავალხმიანი სიმღერის რამდენიმე გამორჩეული ნიმუში იაპონელმა მომღერლებმა შეასრულეს.

ქართული, სიმღერა

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, პროექტის „საქართველო ღვინის სამშობლო“ ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს სხვა სტრატეგიულ ბაზრებზეც განხორციელდეს მსგავსი ექსპოზიციები.

აღსანიშნავია, რომ ტოკიოში პროექტი მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication და კომპანია TOPPAN-ის  პარტნიორობით განხორციელდა.

ტოჩინოსანი, თამადა

პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“, რომლის  ორგანიზატორები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია  „ქართული ღვინო“, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, იაპონიაში საქართველოს დიპლომატიური უწყების და ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
თქვენი რეკლამა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB