ტრაქტორები განვადებით – აგროსფეროს და ფინკა ბანკის პროექტი

1381 Views

აგროსფეროს და ფინკა ბანკის ერთობლივი პროექტი-კუბოტას ტრაქტორების განვადება.

იაპონური კომპანია Kubota-ს ტრაქტორები ქართველ ფერმერებში მეტად პოპულარულია მისი ხარისხის, სანდოობის, კარგი ტექნიკური მახასიათებლებისა და ხელმისაწვდომი ფასის გამო.

„აგროსფერო“ გთავაზობთ კიდევ უფრო ხელსაყრელ პირობებს 5 ყველაზე მოთხოვნად მოდელზე.

„იმისათვის, რომ ფერმერებისთვის უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გაგვეხადა ტრაქტორის შეძენა „ფინკა ბანკთან“ ერთად წამოვიწყეთ აქცია, რომლის ფარგლებშიც ნებისმიერ ფერმერს შეუძლია მეორადი იაპონური ტრაქტორების, Kubota-ს 5 ყველაზე მოთხოვნადი მოდელი განსაკუთრებული პირობებით შეიძინოს.

პროექტი საინტერესო იქნება ნებისმიერი ფერმერისთვის, რადგან ტრაქტორების სიმძლავრე იწყება 17 ცხენის ძალიდან და მისი ღირებულება შეადგენს 10,000 ლარს, ყველაზე მძლავრი მოდელი კი 53 ცხენის ძალიანი კაბიანიანი მოდელია, რომლის ღირებულებაც 40,200 ლარს აღწევს.

ტრაქტორი, განვადება

რაც მთავარია განსაკუთრებული პირობები მდგომარეობს შემდეგში:

→ გადახდის პირობები ფერმერის რეალურ შემოსავლებზეა მორგებული, ანუ შესაძლებელია შეირჩეს ყოველთვიური ან სეზონური გადახდა, წელიწადში 10 თვიანი საშეღავათო პერიოდით;

→ განვადება მტკიცდება თანადაფინანსების გარეშე – ანუ ფერმერს არ სჭირდება წინასწარი შესატანი;

→ 20,000 ლარამდე ღირებულების ტრაქტორის განვადებით შეძენა შესაძლებელია თავდებობის გარეშე;

→ 4 თვიანი განვადება სრულიად უპროცენტოა.

ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ფერმერებს მხარში დავუდგეთ და საუკეთესო პირობები შევთავაზოთ!“- აცხადებენ „აგროსფეროში“.

ტრაქტორის ზუსტი მოდელების, ტექნიკური მახასიათებლებისა და ფასების შესახებ ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ ქვემოთ მოცემული საკონტაქტო ინფორმაციით.

ტრაქტორის შესყიდვასთან დაკავშირებით უნდა დარეკოთ ნომრებზე 032 2500 900, 591 30 37 37 ან დაუკავშირდეთ Facebook გვერდის საშუალებით https://fb.com/Agrosphere.ge

იჩქარეთ რაოდენობა შეზღუდულია!

აგროსფეროს საიტი (დაკლიკეთ): http://agrosphere.ge/ge/

130Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB