სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების გაზრდის ხელშეწყობისა და სოფლის მეურნეობის დარგში არსებული სიახლეებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ საქართველოს ფერმერთა და აგრომეწარმეთა ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, ერთიანი საინფორმაციო-საკონსულტაციო სისტემა ჩამოყალიბდა.
საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ძირითადი ფუნქციები:
- სოფლის მეურნეობის სექტორში წარმოებისა და მომსახურების შესაძლებლობების გაზრდა, მათი განვითარებისა და განხორციელების ხელშეწყობა;
- სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკის, დარგის განვითარების სტრატეგიისა და მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება;
- სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოვლენილი პრობლემებისა და არსებული მდგომარეობის შესახებ სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ინფორმირება;
- სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტებში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული მოსახლეობის აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა;
- სასოფლო-სამეურნეო მონაცემთა ბაზის შექმნა;
- მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიურ პროცესებზე, მოსავლის აღებისა და აღებული მოსავლის შენახვის პირობებსა და ვადებზე, მექანიზაციის რაციონალურ გამოყენებაზე კონსულტაციების გაწევა;
- სასოფლო-სამეურნეო კულტურების განაშენიანება-მოვლის თანამედროვე აგროტექნიკური მეთოდების პოპულარიზაცია და დანერგვის ხელშეწყობა;
- ბაზარზე არსებული სათესლე და სარგავი მასალების შესახებ ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, მათი სპეციფიკაციის მიხედვით დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციების გაწევა;
- ბაზარზე არსებული მცენარეთა დაცვის საშუალებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დაინტერესებული პირებისათვის მათი გამოყენების მართებული მეთოდების შეთავაზება;
- ცხოველთა მოვლა-მოშენების თანამედროვე მეთოდების და ტექნოლოგიების პოპულარიზაცია მათი დანერგვის მიზნით;
- საძოვრების რაციონალური გამოყენების მიზნით დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციის გაწევა;
- კანონმდებლობით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტებში სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო საქმიანობის კომისიებში და სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა, სოფლის მეურნეობის ცალკეულ დარგებსა და სფეროებში შექმნილ საგანგებო სიტუაციათა ანალიზი და შეფასება.
სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების საკონტაქტო ინფორმაცია – კახეთის რეგიონში
წარმატებებს გისურვებთ!