პერლიტის საფილტრე ფხვნილი — ფილტროპერლიტი

1386 Views

პერლიტის საფილტრე ფხვნილი, ეს არის დამხმარე საფილტრავი საშუალება ისეთი სხვადასხვა სუსპენზიების და სითხეების გასაფილტრად, როგორიცაა: ღვინო, ლუდი, შაქრის ვაჟინები, წვენები, მცენარეული და ტექნიკური ზეთები, ნავთობპროდუქტები, ანტიბიოტიკები, ნარჩენი წყლები, სხვადასხვა ქიმიური ხსნარები და საპოხი მასალები.

შესაბამისად, პერლიტის საფილტრე ფხვნილის გამოყენება რეკომენდებულია მრეწველობის სხვადასხვა დარგში — კვების, ქიმიური, სამედიცინო, ნავთობგადამამუშავებელი და სხვა.

ადგილობრივი წარმოშობის პერლიტის საფილტრე ფხვნილის გამოყენებამ ბევრ მწარმოებელს საშუალება მისცა, ჩაენაცვლებინა ანალოგიური იმპორტული საფილტრე მასალები, რამაც საბოლოო ჯამში ხარჯების შემცირება და, რიგ შემთხვევაში, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება გამოიწვია.

ფარავნის საბადოს პერლიტის საფილტრე ფხვნილის განსაკუთრებული თვისებებისა და კომპანია „ფარავანპერლიტის“ ტექნოლოგიების  ერთობლიობის წყალობით, ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ ისეთი ფორმის, ზომისა და ხარისხის პროდუქციას, რომელიც საშუალებას იძლევა მიღწეულ იქნეს ფილტრაციის ოპტიმალური ხარისხი და სიჩქარე.

ფილტროპერლიტს აწარმოებენ პერლიტის ქანისგან თერმული დამუშავების შედეგად, 900-950ºC ტემპერატურაზე. ფილტროპერლიტი ფოროვანი, ეკოლოგიურად სუფთა, ბიომდგრადი და ქიმიურად ინერტული (pH=6.5-7.0), მაღალი სორბციული თვისებების მქონე, ფხვიერი, მინერალური მასალაა.

ჩვენი ტექნოლოგები დაეხმარებიან მწარმოებლებს შეარჩიონ ისეთი საფილტრე ფხვნილი, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება მათ დანადგარებსა და ტექნოლოგიურ პროცესებს.

* სორბცია — მაგარი სხეულის ან სითხის მიერ ნივთიერების შთანთქმა გარემოდან (აგროკავკასია)

კომპანია „ფარავანპერლიტის“ საფილტრე ფხვნილის გამოყენებით თქვენ იღებთ შემდეგ უპირატესობებს:

  • საფილტრე ფხვნილის შეძენისას დანახარჯების ეკონომიას;
  • სტაბილურ გრანულომეტრულ შემადგენლობას, რომელიც  უზრუნველყოფს ფილტრაციის ხანგრძლივობას წარმოების გრძელ პერიოდში;
  • მაქსიმალურად სტაბილურ ფილტრაციის პროცესს;
  • ფილტრაციის მაღალ სიჩქარეს;
  • გასუფთავების მაღალ დონეს;
  • გასაფილტრი სუსპენზიის დანაკარგების შემცირებას;
  • დამუშავებული საფილტრე ფხვნილის გამოყენებაზე დანახარჯების შემცირებას.

კვების მრეწველობა:

  • შაქრის წარმოება; სახამებლისა და ბადაგის ტიპის ვაჟინების წარმოება;
  • სხვადასხვა ბულიონების ექსტრაქტების წარმოება; თხევადი საკვებისა და საკვები პროდუქტების დამუშავება;
  • ფილტრაცია: ლუდი,  ღვინო (გაწმენდა და სტაბილიზაცია), ლიქიორი, ვისკი, არაყი, შამპანური, ხილისა და ბოსტნეულის წვენები, ყურძნის წვენი, სხვადასხვა ექსტრაქტები, ძმარი;
  • სახამებლის წარმოება (ვაშლის, ლიმონის და სხვ.);
  • ცხოველური ცხიმის დამუშავება: ღორის ქონი, თევზის ცხიმი, მცენარეული ზეთი, სპირტიანი ექსტრაქტები და სხვ.
  • ყველანაირი ფილტრაცია, რომელიც მოითხოვს ულტრა-მიკროსკოპული სიბაცის მოშორებას;
  • სასმელი წყლის ფილტრაცია ქარხნებში, სადაც ყინული იწარმოება.

ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობა. საწვავი, ნავთობი, მანქანის ზეთები:

  • სხვადასხვა ნავთობპროდუქტების დამუშავება (ნედლეული და რაფინირებული ნავთობპროდუქტები);
  • საპოხი ზეთის წარმოება, მანქანის ზეთი, სელის ზეთი (ნედლეული და რაფინირებული ნავთობპროდუქტები);
  • სხვადასხვა ტრანსფორმატორული ზეთების რეგენერაცია-აღდგენა;
  • ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დიზელის გასუფთავება შეწონილი ნაწილაკებისაგან; საავიაციო საწვავის გაწმენდა წყლის ნაწილაკებისაგან.

სამედიცინო მრეწველობა:

  • ანტიბიოტიკებისა და ეთილის სპირტის წარმოება;
  • ფორმალდეჰიდის, გლიცერინის და ჟელატინის წარმოება;
  • მედიკამენტების ფილტრაცია;
  • ანტისეპტიკური ნივთიერებებით გაჟღენთვის გზით სადეზინფექციო ფხვნილების მიღება.

სამთო კომპანია „ფარავანპერლიტი” საქართველოში ერთადერთი მწარმოებელია ფრაქციონირებული და აფუებული პერლიტის, აგროპერლიტის და ფილტროპერლიტის, რომელიც მიღებულია უმაღლესი ხარისხის ნედლეულისგან და შეესაბამება როგორც დსთ-ს ქვეყნების, ასევე ევროპულ და ამერიკულ სტანდარტებს.

საკონტაქტო ინფორმაცია შეძენის და დამატებითი კითხვებისთვის.

სამთო კომპანია „ფარავანპერლიტი“
მისამართი: საქართველო, თბილისი, 0186, ვაჟა ფშაველას მე-7 კვტ. მე-8 კორპ. ბინა 54
ტელ.: /+995-32/ 291-71-50; 291-71-54; 291-71-55
ელ-ფოსტა: contact@perlite.ge /
საიტი: www.perlite.ge

*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან.
ისარგებლეთ მითითებული კონტაქტებით.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ფერმერები სარწყავი წყლის მისაღებად ნისლს აგროვებენ
1289 Views

პერუს მაღალმთიანეთში მცხოვრები ფერმერები, სარწყავი წყლის მისღებად ნისლს აგროვებენ. სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად, აქაური ფერმერები ძირითადად კვირაში სამჯერ მოტანილი წყლის იმედად იყვნენ, ეხლა კი თვითონ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
მრავალძარღვა — უძველესი სამკურნალო მცენარე, რეცეპტები
3605 Views

მრავალძარღვა (ლათ. Plantago major) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან. ფესურა მოკლეა, სქელი, ვერტიკალური, ყოველი მხრიდან წვრილი ფუნჯა ფესვებით ფოთლები ქმნიან როზეტს, რომლის ცენტრიდან ამოდის უფოთლო

სრულად
აგროკავკასია FB