
კაკალი ერთბინიანი, სქესგაყოფილი, ჯვარედინ დამამტვერიანებელი მცენარეა. ზრდასრულ ასაკში მცენარე საშუალოდ 25 მეტრ სიმაღლეს აღწევს, პროდუქტიულობას ინარჩუნებს ასზე მეტი წლის განმავლობაში.
თანამედროვე ინტენსიური მებაღეობისთვის განკუთვნილი ჯიშების სიმაღელე გაცილებით ნაკლებია საშუალოდ 4-6 მეტრი.
ტრადიციული ჯიშების ერთი ხე საშუალოდ 150-200 კგ ნაყოფს იძლევა (პირველი მოსვალი საშუალოდ 8-12 წელს), თანამედროვე ჯიშების ერთი ხე საშუალოდ 20-35 კგ-ს.
პირველი მოსვალი საშუალოდ 3-10 წელი (ჯიშების მიხედვით).
როგორ უნდა გაისხლას ახალგაშენებული _ 2-3 და მეტ წლიანი კაკლის ბაღი? ამის შესახებ მოგვითხრობს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ზვიად ბობოქაშვილი.
კაკლის გასხვლა-ფორმირება