ვაშლი ერთ-ერთი უძველესი ხეხილოვანი მცენარეა, რომლის დომესტიკაცია-გაკულტურება ისტორიული წყაროების მიხედვით დაიწყო 4-5 ათასი წლის წინ ევრაზიაში.
საქართველოში ვაშლის ბაღები გაშენებულია, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, მათი ფართობი – 11 500 – 12 800 ჰა-ის ფარგლებშია, ხოლო წლიური წარმოებამ საშუალოდ – 70 000 – 150 000 (2008– 2018 წწ) ტონა შეადგინა.
ვაშლი (Malus domestica Borch) მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული ზომიერი კლიმატის ხეხილოვანი კულტურაა, გლობალურად ვაშლს აწარმოებენ როგორც ჩრდილოეთ, ასევე სამხრეთ ნახევარსფეროების ზომიერ სარტყელში, ტროპიკებისა და უკიდურესი ჩრდილოეთის მხარეების გარდა.
ვაშლი ასევე გამორჩეულია ჯიშობრივი მრავალფეროვნებით, ამჟამად მსოფლიოში ცნობილია 7500 – 8000 -ზე მეტი ვაშლის ჯიში, თუმცა სამრეწველო მნიშვნელობა ამჟამად მხოლოდ 200 – 250 ჯიშს ენიჭება.
წყარო: ხეხილის ახალი ჯიშები და მათი თავისებურებები
დაკლიკეთ დოკუმენტზე (ფოტოზე) და წაიკითხეთ