ლიმონის კულტურის აგროტექნოლოგია ღია გრუნტსა და ოთახის პირობებში

ლიმონი, ციტრუსი, ბაღი

ციტრუსოვანთა ნაყოფებს შორის ლიმონი ითვლება ძვირფასი სამკურნალო თვისებების მქონე ნაყოფად, რადგან იგი მდიდარია C ვიტამინითა და ორგანული მჟავეებით.

ეთეროვან ზეთებს, რომელიც მიიღება ლიმონის ქერქიდან ფართოდ იყენებენ პარფიუმერიასა და მედიცინაში, მას გააჩნია ძლიერი ანტიბიოტიკური თვისება. ლიმონი უძველესი დროიდან გამოიყენება გამაგრილებელი სასმელების დასამზადებლად.

ლიმონი მარადმწვანე საშუალო ზომის მცენარეა, ტროპიკული ჰავის პირობებში წარმოშობის გამო მას საზამთრო შესვენების პერიოდი არ აქვს. ხელსაყრელ გარემო პირობებში მთელი წლის მანძილზე შეუძლია აქტიური ვეგეტაცია, ყვავილობა, ნაყოფის მომწიფება.

ლიმონი ციტრუსოვნებთა შორის, ყველაზე ნაკლებად ყინვაგამძლეა, ყვავილი და ნაყოფი -20-30C ტემპერატურაზე, ფოთლები და ერთწლიანი ტოტები -50-60C -ზე, ხოლო მცენარე მთლიანად მინუს -70-80C ზე იღუპება.

საქართველოში მეციტრუსეობის აღმავლობის პერიოდად გასული საუკუნის 30-90-იან წლები ითვლება, საშუალოდ ყოველწლიურად 200-300 ათასი ტონა ციტრუსი მზადდებოდა, აქედან 4-5 ათასი ტონა ლიმონის ნაყოფი იყო.

დაკლიკეთ დოკუმენტზე (ფოტოზე) და წაიკითხეთ

ლიმონი, ციტრუსი, ბაღი, ქოთანი

თქვენი რეკლამა