სურსათის უვნებლობის და გარემოს დაცვის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი, სერტიფიცირებული ჩაის წილი მსოფლიო ბაზარზე სწრაფად იზრდება.
მდგრადი განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის (IISD) 2012 წლის ანგარიშის მიხედვით გლობალურად წარმოებული ჩაის 12 % იყო სერტიფიცირებული.
2015 წელს ექსპერტების შეფასებით, აღნიშნული წილი შეადგენდა 17 %-ს, მომდევნო ზრდის პერსპექტივით. ჩაისთან მიმართებით, Fair Trade (სამართლიანი ვაჭრობის) და ორგანული წარმოების სტანდარტებთან შესაბამისობის სერტიფიკატები უმეტესად აქტუალურია ნიშურ და საექსპორტო ბაზრებზე.
ამ საკითხით დაინტერესებულ მეწარმეებს ვთავაზობთ ექსპორტის გზამკვლევს „ჩაი ევროპის ბაზარზე“, რომელიც USAID / REAP პროექტმა, CBI-სთან შეთანხმებით თარგმნა.
დაკლიკეთ დოკუმენტზე (ფოტოზე) და წაიკითხეთ
იხილეთ აგრეთვე: ჩაის გაშენება, გასხვლა-ფორმირება, განოყიერება, ტექნოლოგიური რუკები