საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ჩაის მწარმოებელი ქვეყანა მსოფლიოში.
შავი ზღვის ტენიანი და სუბტროპიკული კლიმატი ქმნის იდეალურ პირობებს ჩაის წარმოებისთვის დასავლეთ საქართველოს ხუთ რეგიონში: აჭარა, გურია, სამეგრელო, იმერეთი და აფხაზეთი.
საქართველოში ჩაის წარმოებისთვის ხელსაყრელი კლიმატური პირობები მე-19 საუკუნის შუა პერიოდში აღმოაჩინეს და პირველი ჩაის პლანტაციებიც სწორედ ამ დროს გაშენდა.
ჩაი ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი კულტურაა, აქედან გამომდინარე მეჩაიეობის დარგის აღდგენა-განვითარება, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
→ გთავაზობთ ჩაის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზს (წარმოება, მარკეტინგი, არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო მდგომარეობა და ა.შ).
წასაკითხად დაკლიკეთ დოკუმენტზე (ფოტოზე)