ბლის (Prunus avium L.) სახეობა მიეკუთვნება Prunus-ის გვარს და ცერასუსის (Cerasus) ქვეგვარს, რომელიც აერთიანებს ევროპასა და აზიაში წარმოშობილ 30-ზე მეტ სახეობას. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი სახეობებია P.avium, P.cerasus, P.fruticosa, P.mahaleb, P.Pseudocerasus, რომლებიც ადვილად ეჯვარებიან ერთმანეთს.
ბლის წარმოშობის ადგილის საკითხის შესახებ არაერთგვაროვანი მოსაზრებები არსებობს, თუმცა მორფოლოგიური, გენეტიკური და არქეობოტანიკური მონაცემების შესაბამისად მკვლევარები ძირითადად თანხმდებიან, რომ ამ კულტურის წარმოშობის ცენტრი მოიცავს წინა აზიის ჩრდილოეთ, ჩრდილო-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებს, თუმცა მონათესავე ველური სახეობების ძირითადი კონცენტრაციის ადგილს სამხრეთ კავკასია წარმოადგენს, სადაც საქართველოც მოიაზრება.
ბალი (Prunus avium L.) წარმოშობილია შავი ზღვის, კავკასიის და ცენტრალური აზიის ტერიტორიაზე, სადაც მოხდა მისი კულტივირება და შემდგომ გავრცელება ზომიერი კლიმატის ქვეყნებში.
საქართველოში ბალი უძველესი დროიდან მოყავთ. ბლის წარმოებისათვის ხელსაყრელი ნიადაგურ-კლიმატური პირობები არსებობს, როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში.
წყარო: ხეხილის ახალი ჯიშები და მათი თავისებურებები
დაკლიკეთ დოკუმენტზე (ფოტოზე) და წაიკითხეთ