ვაშლის ნაყოფის სიდამპლე – სიმპტომები და მკურნალობა

ვაშლი

სიმპტომები და განვითარება

დაავადების გამომწვევი სოკოვანი ორგანიზმი იწვევს ვაშლის ნაყოფის ფერის შეცვლას. ნაყოფი ჯერ ოდნავ გამუქდება, შემდეგ ბაცი ყავისფერი ხდება.

ვაშლის ნაყოფების ლპობის რამდენიმე დღის შემდეგ დაზიანებული უბნების კანქვეშ ვითარდება პატარა მეჭეჭები, რომელიც შემდეგ არღვევს ვაშლის ნაყოფის კანს და გამოდის მის ზედაპირზე უკვე მოზრდილი მეჭეჭების სახით.

ეს მეჭეჭები ჯერ ბაცი ყვითელია, ხოლო საბოლოოდ ყავისფერი ხდება.

ზოგ შემთხვევაში ნაყოფების ლპობა სხვა სახითაც მიმდინარეობს. დაავადებულ ნაყოფებზე სოკოს მეჭეჭები სრულებით არ ვითარდება.

დამპალი ნაყოფი საბოლოოდ გაყავისფრების ნაცვლად შავდება. დაავადების ამ სტადიას ნაყოფის შავ სიდამპლეს უწოდებენ. დაავადებული ნაყოფები ცვივა, ან ხეზე რჩება.

სოკოს განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების დადგომისას (სინათლე, ტემპერატურა) ავადმყოფობა უფრო სახიფათო ხასიათს იღებს, რადგან ავადდება ყვავილები, სანაყოფე კვირტები და ყლორტები, რომლებიც დაავადებისთანავე ხმება.

ვაშლი

ბრძოლის ღონისძიებები

ბრძოლის მეთოდებში ძალიან ეფექტურია 1-%-იანი ბორდოს სითხის, დელანის, ეუპარენის, სკორ 250-ის შესხურება.

პირველი შეწამვლა კვირტების გაშლამდე 10 დღით ადრე უნდა მოხდეს. მეორე – დაყვავილების შემდეგ, როცა ნაყოფი კაკლისოდენაა, მესამე – 2-3 კვირის შემდეგ.

აგრეთვე აუცილებელია სანიტარულ-ჰიგიენური ღონისძიებების ჩატარება. ხის ტოტებზე შერჩენილი და მიწაზე ჩამოცვენილი დამპალი ნაყოფები უნდა შეგროვდეს და დაიწვას.

ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტი

თქვენი რეკლამა