ნაყრობას უწოდებენ ახალი ოჯახის წარმოქმნას ძველი ოჯახის ნორმალური დაყოფის შედეგად, აგრეთვე სხვადასხვა მიზეზით ოჯახის გადასახლებას. მაგ. ნაყრის გაფრენა ხდება საკვების ნაკლებობის, ოჯახის მოთხოვნილებებთან სკის შეუსაბამობის გამო.
ნუკლეუსები-ფუტკრის პატარა ოჯახები-გამოფრინდებიან დედასთან ერთად, რომელიც საქორწინო გაფრენას ახდენს. ახალ ადგილზე დაფუძნებულ ნაყარს ოჯახი ეწოდება.
ხელსაყრელ პირობებში გაზაფხულობით ნორმალურ ოჯახში ბარტყის რაოდენობა მანამდე იზრდება, სანამ ბარტყისთვის გამოსადეგი ყველა ფიჭა არ აივსება, დედა არ მიაღწევს კვერცხდების ზღვარს. ადრე გაზაფხულზე ფუტკარი ზრდის მხოლოდ სამუშე ბარტყს.
ოჯახის ზრდის შესაბამისად იწყება სამამლე ბარტყის გამოზრდაც, რაც ოჯახს ნაყრის გამოსვლის შემთხვევაში უზრუნველყოფს მამლებით. როცა ბუდე ახალგაზრდა ფუტკრებითაა გადატვირთული, ხოლო ყველა ფიჭა ბარტყითაა სავსე, ფუტკრებს შეუძლიათ, რამდენიმე სადედე ჩამოაშენონ.
ნაწილობრივ ჩამოშენებულ სადედეებში კვერცხების დადებასთან ერთად ოჯახი იწყებს ნაყრობისათვის მზადებას; ჩვეულებრივად, სანაყრე ჯამებში კვერცხების დადებიდან 7–8 დღის შემდეგ ნაყარი გამოდის. ამ დროისათვის პირველი სადედეები უკვე გადაბეჭდილია. ხანდახან წვიმის გამო ნაყრის გამოსვლა რამდენიმე დღით იგვიანებს.
სიცხეებში ნაყარი შეიძლება სადედეების გადაბეჭდვამდე გამოვიდეს, რაც განსაკუთრებით ხშირად იტალიურ ფუტკარში შეინიშნება. ნაყარი სკას, ჩვეულებრივ დილის 10 საათიდან 14 საათამდე ტოვებს. ცხელ ამინდში ნაყრობა შუადღემდე თავდება.
ბუნებრივ პირობებში და საფუტკრის ცუდი მოვლისას სადედეების ჩამოშენების შემდეგ ფუტკარი სულ უფრო ხშირად რჩება სკაში, ანდა გროვდება მის გარეთა კედლებზე იმის მაგივრად რომ მინდორში იმუშაოს. ცხელ ამინდში ან უღალობისას კი სკის გარეთა კედლებზე ფუტკრის მტევნისებურ ჩამოკიდებას საერთო არა აქვს რა ნაყრობასთან, როგორც კი შეწყდება ფუტკრის მოძრაობა საფრენთან, შეამოწმებენ სკის ზედა თაფლიან კორპუსებს და აღმოაჩენენ, რომ ყველა კუთხე ფუტკრითაა ავსებული. თაფლით გავსებული ჩიჩახვი ფუტკარს ზედმეტ სიმსხოს აძლევს.
ღალიანობისას ყველა ჩამოთვლილი ნიშნების არსებობა მოასწვავებს ოჯახის მზადებას ნაყრობისათვის, თუმცა კარგი მოვლისას ნექტრის შეგროვება ოჯახში რაიმე დარღვევის გარეშე გრძელდება თვით ნაყრის გამოსვლის დღესაც კი.
ნაყრობისათვის მზადების ერთადერთი საიმედო ნიშანია კვერცხებიანი ან ბარტყიანი ჯამების (სადედეების) არსებობა. სანაყრე მდგომარეობის დროს ჩამოშენებულ სადედეებს სანაყრე სადედეებს უწოდებენ გაჭირვების სადედეებისგან განსხვავებით, რომელთაც ფუტკარი ახალი დედის გამოსაყვანად აგებს.
პირველ ნაყართან ერთად სკიდან გამოდის ძველი დედა. სკაში რჩება ბევრი ზრდადასრულებული, ჯერ კიდევ გამოუჩეკავი ფუტკარი და რამდენიმე გამოუჩეკავი დედა. მეორადი ნაყრობა მოსალოდნელია პირველი ნაყრის გამოსვლიდან ერთი კვირის შემდეგ. სიცივეში გამოსული ნაყარი უფრო პატარაა, ვიდრე ცხელ ამინდში გამოსული. ხანდახან დედა ფუტკარი ვერ ახერხებს სკიდან გამოსვლას და ნაყარი ბრუნდება უკან სკაში, ან უერთდება სხვა ნაყარს, რომელსაც დედა ჰყავს.
ნაყრობისას ფუტკრები სკიდან სწრაფად გამოდიან, აკეთებენ ჰაერშრ რამდენიმე ბრუნს, შემდეგ უახლოვდებიან სხვა ფუტკრებს და ბოლოს მიეხვევიან რაიმე საგანს, მაგალითად ხის ტოტს. რამდენიმე ხნის შემდეგ (15 წუთიდან რამდენიმე საათის განმავლობაში, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში მთელი დღე და უფრო მეტიც) ნაყარი აიშლება და ახალი ბინის საძებნელად მიდის.
ხანდახან ნაყარი პირდაპირ მიემართება რომელიმე ხის ფუღუროსკენ, ან ცარიელი სკისაკენ, რომელიც როგორც ჩანს წინასწარაა არჩეული საცხოვრებლად. ახალი საცხოვრებლის საძებნელად ფუტკრები მზვერავებს გზავნიან. თაფლის მარაგის მქონე ფუტკრები მაშინვე იწყებენ ფიჭების შენებას. რამდენიმე დღეში ახალი ოჯახი სავსებით ეწყობა ახალ ადგილზე.
დედა ფუტკარი კვერცხს დებს კერ კიდევ დაუმთავრებელ უჯრედებში. უხვი ღალიანობისას ფიჭების შენება და თაფლის მარაგის დაგროვება ძალიან სწრაფად სწარმოებს. როცა ფიჭების ზედაპირი სამუშე უჯრედებით დაახლოებით 4–5 ჩვეულებრივ ჩარჩოს უდრის, ფუტკარი, როგორც წესი, სამამლე უჯრედების შენებას იწყებს. თუ დედა ფუტკარი ხნიერია, ფუტკარი სამამლე უჯრედების შენებას უფრო ადრე იწყებს..
ხანდახან დედა ვერ ასწრებს კვერცხის ჩადებას ჯერ კიდევ მშენებლობაში მყოფ სამუშე უჯრედებში; ამ შემთხვევაში ფუტკარი აშენებს უფრო მსხვილ უჯრედებს თაფლის შესანახად. თუ ნაყარი სკაშია ჩასმული 1–2 ცარიელფიჭიანი ჩარჩოთი, ხოლო დანარჩენი სივრცე სკაში თავისუფალია, ფუტკარი მაშინვე ჩამოაშენებს ფიჭებს სამამლე უჯრედებით.
ზოგ ადგილას ნაყრობა წელიწადში 2–3–ჯერ და უფრო ხშირად ხდება. მაგრამ, ჩვეულებრივ, ნაყრობის დრო 2–დან 6 კვირამდე გრძელდება. ამ პერიოდში ოჯახში ყველაზე მეტი რაოდენობითაა ბარტყი და უჯრედებიდან გამომსვლელი ფუტკარი. აშშ–ს უკიდურეს სამხრეთში ნაყრობა მარტში იწყება, ხოლო ჩრდილოეთში ივლისში. სუსტი ოჯახები უფრო გვიან ნაყრობენ, რადგან გაზაფხულზე მათ საკმაო ფუტკარი არა ჰყავთ.
იმ ადგილებში, სადაც გარდა საგაზაფხულოსი საშემოდგომო ღალიანობაც იცის, ფუტკარი შემოდგომაზეც ნაყრობს. მაგალითად, წიწიბურას მთესველ რაიონებში ფუტკარი ნაყრობს მაისში ან ივნისში ხეხილისა და სამყურას უხვი ღალიანობისას და შემდეგ აგვისტოში და სექტემბერშიც კი. თუ გვიანი ღალიანობა ჯერ კიდევ საადრეოს დამთავრებამდე იწყება, ნაყრობის პერიოდი ძალიან გრძელდება, განსაკუთრებით, სხვადასხვა სიძლიერის ოჯახების ნაყრობის შემთხვევაში.
მთლიანად ფუტკარი შემოდგომაზე უფრო ნაკლებად ნაყრიანობს, ვიდრე გაზაფხულზე. ნაყრიანობა იშვიათია ღალიანობის დამთავრების შემდეგ. თუ ოჯახმა ნაყარი ღალიანობის დამთავრებამდრ არ გამოუშვა, ფუტკარი ხშირად სპობს სადედეებს, როგორც კი ოჯახში ნექტრის შემოზიდვა შემცირდება. მეორე მხრივ ადრე გაზაფხულზე ნაკვები ოჯახები უღალობის დროსაც კინაყრობენ. სანაყრე ინსტიქტი ყველაზე ძლიერ იმ ოჯახებს გამოაჩნდებათ, რომელთაც ახლახან მიაღწიეს სანაყრე ძალას.
თუ დედისეულ ოჯახსა და პირველ ნაყარს საკვების საკმაო მარაგი აქვს იმისთვის, რომ შემდგომ ძლიერ ოჯახებად იქცნენ ღალიანობის დადგომამდე, ნაყრობა ხელსაყრელია, თუმცა ამ შემთხვევაშიც კი უმჯობესია მეფუტკრემ თვითონ ჩაატაროს ოჯახის გაყოფა.
მეფუტკრემ გამოსული ნაყრებისთვის წინასწარ უნდა მოამზადოს რამდენიმე სკა ცარიელი ფიჭებით ანდა ფიჭაჩაკრული ჩარჩოებით, თუკი არ აპირებს დედების შეცვლას.
ხანდახან ნაყრობის დროის დადგომამდე, უკეთესია, თუ ხეხილის ყვავილობის დაწყებამდე თითოეულ ოჯახში დედას მოძებნიან და ფრთებს შეაჭრიან. მეფუტკრეთა უმრავლესობა ამ ხერხს მეტად მნიშვნელოვნად თვლის, რადგან იგი ნაყართან მუშაობას მეტად აიოლებს. ამასთან თავიდან აცილებს ნაყრის გაფრენას.
მეფუტკრემ კვირის განმავლობაში გულმოდგინედ უნდა დაათვალიეროს დაბრუნებული ნაყარი და მოსპოს ყველა სადედე ერთის გამოკლებით. უნდა ვუთვალთვალოთ, რომ ნაყარი არ გამოვიდეს ახალგაზრდა დედასთან ერთად. თუ დედას ფრთებს სეზონის დასაწყისშივე შევაჭრით, მისი ამ დროს სკაში პოვნა ადვილია, რადგან სკაში ცოტა ფუტკარია.
უკანასკნელ წლებში მეფუტკრეებმა ისწავლეს ნაყრობის თავიდან აცილება, ამიტომ დედისთვის ფრთების შეჭრას ბევრი ზედმეტად თვლის.
თუ დედას ფრთები შეჭრილი აქვს, სკაში ნაყრის ჩასმა არ არის ძნელი. დედა ფუტკარს, ჩვეულებრივ, სკის წინ მიწაზე პოულობენ და გალიაში სვამენ. დედეული ოჯახის სკას იღებენ, ხოლო მის ადგილას ახალ სკას დადგამენ. უდედოდ დარჩენილი ნაყარი უკან ბრუნდება. ხანდახან ფუტკარი მიეხვევა რაიმეზე. ნაყარი ჰკიდია ნახევარ საათს ან მეტ ხანს და მხოლოდ ამის შემდეგ ბრუნდება ახალ სკაში. გალიას დედა ფუტკრით ახალი სკის საფრენში შედგამენ. თუ აქვთ გამრეკი, მას ახალ სკაში ჩადგამენ, ამასთან ფირფიტას ამოაცლიან, რომ დედა ფუტკარს შეეძლოს ქვემოთ ჩასვლა.
უსარგებლოა ზარების რეკვა ან რკინის ყუთების რაკუნი, რომელსაც ოდესღაც აკეთებდნენ იმ მიზნით, რომ ნაყარი ჩქარა მიხვეოდა ტოტს. შესაძლოა, ფუტკარი ვერ აღიქვამდეს ჩვეულებრივ ბგერებს, რასაც ადამიანი ისმენს, აგრეთვე რეპროდუქტორიდან გამოსულ ბგერებსაც.
თუ ნაყარი ტოტს მიწის სიახლოვეს ჩამოეკიდა, ყველაზე ადვილია ტოტის მოჭრა და ნაყართან ერთად ახალი სკისკენ მისი წაღება. ტოტი უნდა მოიჭრას ფრთხილად, შერხევების გარეშე, თორემ ნაყარი შეიძლება მოწყდეს, აფრინდეს ჰაერში და ახალ ადგილს მოეხვიოს. ტოტს დებენ სკის წინ, საფრენთან შეძლებისდაგვარად ახლო, შემდეგ რამდენიმე ფუტკარს ძალით შეაგდებენ სკაში საფრენიდან. თუ სკაში ნაყრის შეყვანის დაჩქარებაა საჭირო, ტოტი შეიძლება ჩაიბერტყოს.
ნაყარს, თუ ის სქელ ტოტზეა ჩამოკიდებული, ჩაბერტყავენ ან ჩაცოცხავენ სანაყრეში, ხოლო შემდეგ ფუტკარს სკის საფრენის წინ გადმოყრიან; გამზე მიმავალ ფუტკრებს ჯაგრისით გაუკვალავენ გზას საფრენისკენ.
ძალზე მოხერხებულია სკის წინ ფართო ფიცრის ან გაზეთის დადება და ნაყრის მასზე დაბერტყვა. ძალიან მაღლა ჩამიკიდებული ნაყრისთვის კიბეს ხმარობენ. ნაყრის ნაწილი შეიძლება ციცხვით მოვხსნათ და სკის საფრენის წინ დავბერტყოთ. ასეთ შემთხვევაში სკა კიბეზე ისე უნდა დაიდგას, რომ საფრენი პირდაპირ ნაყრის წინ აღმოჩნდეს. მისაფრენზე ათავსებენ ნაყრის ნაწილს, რომელიც დანარჩენ ფუტკარსაც მიიზიდავს სკაში.
ხანდახან ნაყარი ისეთ ტოტზე ჩამოეკიდება, რომ მასთან კიბით მისვლაც არ შეიძლება. ზოგჯერ ნაყრიანი ტოტი შტამბიდან ისე შორს მიდის, რომ იგი ადამიანს ვერ იკავებს. მაგარ თოკს მიაბამენ ქვას და ისე აისვრიან, რომ ის ტოტს მოედოს. პირველად თოკს გამოსწევენ ძლიერად, ხოლო შემდეგ შეუწყვეტლად არხევენ ტოტს 10–15 წუთის განმავლობაში, რათა ნაყარი სხვა ადგილას ჩამოეკიდოს..
როცა ნაყრის დასაჭერად მიდიან, საჭიროა ტომრის და ბაღის მაკრატლისა წაღება. ხის ტოტზე ჩამიკიდებულ ნაყარს ფრთხილად ჩამოაცვამენ ტომარას და პირს მოუკრავენ. ამის შემდეგ ტოტს მაკრატლით მოჭრიან. თუ მოჭრა არ შეიძლება ტომარაში ჩაბერტყავენ ან ჩაცოცხავენ ფუტკრის უმეტეს ნაწილს, შემდეგ ტომარას პირს მოუკრავენ და ჩამოკიდებენ მოხერხებულ ადგილას, რათა დანარჩენი ფუტკრები გარედან მისხდნენ მას.
მაღლა ჩამოკიდებული ნაყრის ყველაზე მარტივი მოწყობილობაა სანაყრე. მის სალტეს ზოლოვანი რკინისგან ამზადებენ. სალტის ბოლოებს მიამაგრებენ 3 მ სიგრძის ჯოხს, სალტეს ტომარას მიაკერებენ. სანაყრეს მიიტანენ ფუტკრის გუნდის ქვეშ. სალტის მოძრაობით გუნდს მოწყვეტენ მიხვევის წერტილიდან და ფუტკარი ტომარაში ცვივა. შემდეგ სალტეს შვეულად აყენებენ, რათა ფუტკარი ტომრიდან არ გამოვიდეს, სანამ სანაყრე სკასთან მიიტანდნენ.
ხანდახან საჭიროა სანაყრის შეჩერება მაღლა ჰაერში, სანამ მფრინავი ფუტკარი შეგროვდება, რომელიც მალე ტომარაზე გარედან გუნდს ქმნის. რადგან ტომარას დოლბანდისგან ამზადებენ, ფუტკარს მასში ჰაერი საკმარისად აქვს. ფუტკრის გამოსაბერტყად ტომარს გადმოაბრუნებენ.
სანაყრის მაგიერ შეიძლება 3,5–4,5 მ სიგრძის ორკაპი ჯოხის ხმარება. ორკაპს მიამაგრებენ 3 ვედროს მოცულობის კალათას. კალათას სწევენ მაღლა, სანამ ფუტკარი მასში არ აღმოჩნდება. მოულოდნელი ბიძგით ფუტკარს ჩამობერტყავენ ტოტიდან, სწრაფად ჩამოუშვებენ კალათას და ჯოხს მოაცლიან. ნაყარს გადმოყრიან სკის საფრენის წინ. თუ ფუტკრის გარკვეული რაოდენობა ისევ წინანდელ ადგილს დაუბრუნდება, ამ ოპერაციას გაიმეორებენ.
უფიჭო თაფლის წარმოებისას ახალ ბუდის კორპუსში ნაყრის ჩასმის წინ სკაში უნდა იყოს ცარიელი ფიჭები ან ხელოვნურ ფიჭაჩაკრული ჩარჩოები. თუ თითოეული სკისთვის ფიჭიანი ჩარჩოების სრული კომპლექტი არ აქვთ, ჩვეულებრივ, რამდენიმე ცარიელ ჩარჩოს ჩადგამენ, ხოლო დანარჩენ სივრცეს ხელოვნურფიჭაჩაკრული ჩარჩოებით ავსებენ. ზოგ შემთხვევაში ხმარობენ მხოლოდ ერთ ცარიელფიჭიან ჩარჩოს, ხოლო დანარჩენებს–ხელოვნური ფიჭით. ნაყრის ჩასმის შემდეგ სკის სახურავს მჭიდროდ არ დაახურავენ, რათა პირველ დღეს უზრუნველყოფილი იყოს სკის ვენტილაცია.
ფიჭიანი თაფლის საწარმოებლად არაა რეკომენდებული მარტო ცარიელ ფიჭიანი ჩარჩოების ჩადგმა სკაში, რადგან ფუტკარი (განსაკუთრებით საშუალო სიძლიერის ოჯახი) თაფლს ამ ფიჭებში ინახავს და საკუჭნაოში აღარ იწყებს მუშაობას. ამიტომ უკეთესია ხელოვნურფიჭაჩაკრული ჩარჩოების გამოყენება.
ნაყრობა შეიძლება თავიდან ავიცილოთ ან, ყოველ შემთხვევაში ძლიერ შევამციროთ, თუ 2–3 დღით ახლ ბარტყიანი კორპუსის ქვეშ ცარიელ კორპუსს დავდგამთ, სკა კარგად უნდა ნიავდებოდეს და ნაყრის გამოსვლის პერიოდში ჩრდილში იდგეს. ახალ ბარტყიან კორპუსში უნდა იყოს ერთი ან რამდენიმე ცარიელფიჭიანი ჩარჩო და არა მარტო ხელოვნურფიჭაჩაკრული ჩარჩოები. ჩარჩოები გადაუბეჭდავ ბარტყით ცარიელ ფიჭებთან და ხელოვნურფიჭაჩაკრულ ჩარჩოებთან ერთად ნაყრობას აფერხებენ.
ქვემოთ ჩამოთვლილია ნაყრობის თავიდან აცილების ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებანი. უნდა აღინიშნოს, რომ პირველისა დაუკანასკნელის გარდა ყველა ღონისძიება ბარტყიან კორპუსში პირობების გაუმჯობესებასთანაა დაკავშირებული.
სანაშენე მუშაობა. როცა ოჯახის განვითარება ბუნებრივი გზით მიდის, ნამატს მეტწილად ნაყრობის პერიოდში, ხოლო დედებს სანაყრე სადედეებიდან იღებენ. მონაყრე ოჯახის ყველა სადედის განურჩევლად გამოყენებას მივყავართ ნაყრობისადმი მეტად განწყობილი დედების გამოზრდისაკენ, ვიდრე დედის თვითცვლის შემთხვევაში.
ორკორპუსიანი ბარტყიანი ბუდე. მეფუტკრეები, რომლებიც ჩვეულებრივი სკით სარგებლობენ, უმრავლეს შემთხვევებში ზამთარსა და გაზაფხულზე იყენებენ საკვებ საკუჭნაოს. მარაგის დახარჯვის შესაბამისად საკვები საკუჭნაო დედისთვის დამატებითი ადგილსამყოფელი ხდება. ზედა და ქვედა კორპუსების შეერთება სკას ძალიან დიდი მოცულობას აძლევს. ჩვენ შემთხვევაში თუ სკაში კარგი დედაა, ბარტყის რაოდენობა 16–18 ჩარჩომდე აღწევს. მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ სკების მოწყობილობა სტანდარტულია. როცა ოჯახი განვითარების უმაღლეს წერტილს მიაღწევს, დედა შეიძლება ქვედა კორპუსში ვიყოლიოთ გამყოფი ბადის მეშვეობით.
კარგი სამუშე უჯრედებიანი ფიჭები. სამამლე უჯრედებიანი ფიჭის დიდი რაოდენობა ბუდეში იწვევს მამლების ჭარბად გაჩენას, რაც ხელს უშლის ფუტკრის მოძრაობას და ზრდის ბუდეში ფუტკრის თავმოყრას. უფრო მეტიც, თითოეული სამამლე ან უსწორო ფორმის უჯრედი შეძლება გამოყენებული ყოფილიყო მუშა ფუტკრის გამოსაზრდელად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სამამლე ბარტყის ხარჯზე მცირდება სასარგებლო ბარტყის რაოდენობა.
სკის ეფექტური ვენტილაცია. თუ საფრენი ძალზე ვიწროა, ფუტკარს ძალიან უჭირს სკის განიავება. ღალიანობის დასაწყისში ყველა ოჯახის საფრენს ჩასაკეტი უნდა მოეცალოს. თუ ზოგიერთი სკიდან ფუტკარი გარეთ გამოეფინება და უმოქმედოდაა, ვენტილაციის გასაძლიერებლად სკის კორპუსსა და ძირს შორის 4 ძელაკს ათავსებენ. ფუტკრის უმრავლესობა ამ დროს მეტწილად სარგებლობს საფრენით და არა სკის ყველა მხარეზე შექმნილი ღრიჭოებით. ასეთი ვენტილაციისას ფუტკარი, თუკი ოჯახი ძალიან ძლიერი არ არის, სკაში ბრუნდება და მუშაობას იწყებს. ჰაერის ჭარბი ნაკადის ქვემოდან შემოსვლის წყალობით ფუტკრის უფრო ნაკლები რაოდენობაა საჭირო სკის გასანიავებლად.
ძალიან ცხელ ამინდში უფიჭო თაფლის მწარმოებელი ბევრი მეფუტკრე უზრუნველყოფს ბუდეს დამატებითი ვენტილაციით. ამისთვის ისინი სკის კორპუსებს კიბისებურად აწყობენ. სკის ზედა კორპუსს ისე გამოწევენ, რომ უკან ორ კორპუსს შორის წარმოიშვას სავენტილაციო ღრიჭო 1 სმ–ზე ცოტა მეტი სიგანით. აუცილებლობის შემთხვევაში მესამე კორპუსს უკან გადასწევენ, რომ ასეთივე ღრიჭო წინიდანაც შეიქმნას მეორე და მესამე კორპუსებს შორის. სახურავის გადაწევითაც ქმნიან 1 სმ სიგანის ღრიჭოს. სექციური თაფლის წარმოებისას, სითბომ უნდა იყოს, რათა ფიჭების მშენებლობა ღამითაც სწარმოებდეს. ამიტო ამ დროს საკუჭნაოების გადაწევა რეკომენდებული არაა.
სკების დაჩრდილვა. პრაკტიკულად დაჩრდილვასა და სკის გაძლიერებულ განიავებას ერთი და იგივე მიზეზები განაპირობებენ. თუ სკაზე მზის პირდაპირი სხივები ეცემა, ფუტკრებს უჭირთ მისი განიავება.
ბარტყიანი ბუდის გარშემო გადაბეჭდილი თაფლის ზღუდე. სუსტ და საშუალო ოჯახებს მიდრეკილება აქვთ, ღალიანობის დასაწყისში თაფლი ჩაასხან ბარტყიანი ბუდის გარშემო. ამის შედეგად ბუდეში მეტად ბევრი ფუტკარი იყრის თავს, და მას არა აქვს სურვილი, გადაბეჭდილი თაფლის გავლით საკუჭნაოში ავიდეს. თუ დემარისეულ ნაყრობის საწინააღმდეგო მეთოდს გამოვიყენებთ, საკუჭნაოებს დავადგამთ და ბარტყს ზემოთ ავიყვანთ, ქვედა კორპუსში აღარ იქნება თაფლისა და ახალგაზრდა მომვლელი ფუტკრების სიჭარბე.
ძლიერი ოჯახების მნიშვნელობა. რაც უნდა გასაოცრად გვეჩვენოს ეს, ძლიერ ოჯახებში ნაყრობის თავიდან აცილება უფრო ადვილია, ვიდრე სუსტებში. ძლიერი ოჯახები საკუჭნაოებში უფრო ხალისიანად მუშაობენ, რის შედეგადაც ქვედა კორპუსები განიტვირთება. გაზაფხულიდანვე ერთნაირად ძლიერი ოჯახები უნდა გვყავდეს, რათა ნაყრობა თავიდან ავიცილოთ და მეტი თაფლი მივიღოთ. მაშასადამე, ნაყრობის თავიდან აცილების ერთერთი პირობაა უბრალოდ ოჯახების კარგი მოვლა–პატრონობა.
ფუტკრის საგაზაფხულო მუშაობა საკუჭნაოს კორპუსებში. ნაყრობისადმი მიდრეკილება ყველაზე მეტად ღალიანობის დასაწყისში მჟღავნდება. თუ ამ პერიოდში ოჯახებში ბევრი ახალგაზრდა ფუტკარია, მეტად მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ოჯახი პირველ დადგმულ საკუჭნაოში მალე ავიდეს და იგი დაიკავოს. შემდგომში საკუჭნაოს კორპუსების მოცულობა და ბუდის გაფართოება უნდა შეესაბამებოდეს გამოჩეკილი მუშა ფუტკრის რაოდენობას.
ნექტრის თაფლად გადამუსავებისატვის უჯრედებზე მოთხოვნილება. სკაში შემოზიდული თხევადი ნექტარი უფრო მეყ მოცულობა ს იკავებს ფიჭებში, ვიდრე მისგან მიღებული თაფლი. თითოეულ უჯრედში ფუტკარი თხიერი ნექტრის მხოლოდ მცირე რაოდენობას ინახავს, რათა მისი დამწიფება დაჩქარდეს. ამიტო საკუჭნაოს კორპუსში თაფლის დასამწიფებლად, აგრეთვე დამწიფებული თაფლის მარაგის შესანახად ბევრი თავისუფალი უჯრედი უნდა იყოს.
ერთი ან ორი ბარტყიანი ფიჭის ამოღება. უფიჭო თაფლის წარმოებისას ხანდახან ურცევენ ბუდიდან ერთი–ორი ბარტყიანი ჩარჩოს საკუჭნაოში გადატანას. ბუდის კორპუსში ამოღებული ბარტყიანი ჩარჩოების ადგილას ჩადგამენ ჩარჩოებს ცარიელი ფიჭებით. ამრიგად, დედა კვერცხის დასადებად უფრო მეტ ადგილს ღებულობს, ხოლო ფუტკრები იცეკებიან ბარტყიანი ბუდიდან მოშორებით. ეს წესი ნაკლებადაა გამოსადეგი ფიჭიანი თაფლის წარმოებისას, თომცა ზოგ მეფუტკრეს 1–2 ბარტყიანი ჩარჩო მაინც გადააქვს გადატვირთული ბუდიდან ნუკლეუსებში ან სუსტ ოჯახებში.
დედი წართმევა. ნაყრობის თავიდან ასაცილებლად ზოგიერთი მეფუტკრე ოჯახს დედას ართმევს ან გალიაში სვამს. ამ დროს უნდა დავათვალიეროთ ოჯახი და ყველა სადედე უნდა ჩამოვშალოთ, რათა ნაყარი ახალგაზრდა გაუნაყოფიერებელ დედასთან ერთად არ გამოფრინდეს. იმის გამო, რომ უდედო ოჯახი უფრო ნაკლებაქტიურად მუსაობს, უკანასკნელ ხანებში ოჯახს დედას არ ართმევენ და გალიაში არ სვამენ.
სადედეების მოშლა. ნაყრობის საწინააღმდეგო ღონისძიებად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ომ შემთხვევაში, თუ მათ შლიან ჩამოშენების დასაწყისში და ერთდროულად ფუტკარი მეტ ადგილს ღებულობს, ან ვენტილაცია უმჯობესდება. თუ ოჯახს ორკორპუსიანი ბარტყიანი ბუდე აქვს, უფიჭო თაფლის წარმოებისას სადედეების მოსპობა თითქმის იშვიათად ხდება. ყოველ შვიდ დღეში ერთხელ ოჯახების დათვალიერება მსხვილ სამრეწველო საფუტკრეებს მეტად ძვირი უჯდება.
განხილული წესი შეიძლება გამოდგეს მხოლოდ ფიჭიანი თაფლის წარმოებისას. სნელგროვი თვლის, რომ სადედეების მოშლა ყოველ 5 დღეში უნდა მოხდეს, რადგან ფუტკარს სადედის გადაბეჭვდა შეუძლია ყველა აღმოჩენილი სადედის მოშლიდან 4 დღის შემდეგ. გარდა ამისა, ფუტკარი სადედეს აშენებს ერთდღიანი ბარტყის უჯრედზე, რომელსაც გადაბეჭდავს 4 დღის დაგვიანებით. ზოგ შემთხვევაში ოჯახი ნაყრობს სადედე ჯამების ჩამოშენებამდეც კი.
ავტორები: ა.ი. რუტი; ე.რ. რუტი; ჯ. დემიუთი. /განთავსებული იყო futkari.ge-ზე/.